https://sputnik-georgia.com/20220630/eka-chxeidze-temur-268024740.html
„სახლში ბრუნდებოდა, ხელების დაბუჟება იგრძნო და...“ - როგორ დაიღუპა რეჟისორი თემურ ჩხეიძე
„სახლში ბრუნდებოდა, ხელების დაბუჟება იგრძნო და...“ - როგორ დაიღუპა რეჟისორი თემურ ჩხეიძე
Sputnik საქართველო
მსახიობმა ეკა ჩხეიძემ მამის, ცნობილი რეჟისორის თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ მამა თავს არაჩვეულებრივად... 30.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-30T15:11+0400
2022-06-30T15:11+0400
2022-06-30T20:33+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23659/17/236591779_37:0:1219:665_1920x0_80_0_0_b5c04c414f07fc00b27461b4949bf70d.jpg
მსახიობმა ეკა ჩხეიძემ მამის, ცნობილი რეჟისორის თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ მამა თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა და ოჯახის წევრებს არაფერი საგანგაშო არ შეუნიშნავთ. რეპეტიციის დამთავრების შემდეგ რეჟისორი მანქანით სახლში ბრუნდებოდა, როცა მოულოდნელად ხელების დაბუჟება იგრძნო, მანქანა გადააყენა და დარეკა.მისი თქმით, ექიმი თავად ძალიან კმაყოფილი იყო, იმდენად წარმატებით გაკეთდა ოპერაცია, და ყველა იმედიანად იყო, თუმცა პოსტოპერაციულ პერიოდში, ორი კვირის თავზე მდგომარეობა დამძიმდა, დაიწყო სისხლდენა, კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო, რაც მან ვეღარ გადაიტანა.
https://sputnik-georgia.com/20220610/-------267343513.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23659/17/236591779_184:0:1071:665_1920x0_80_0_0_6a2f20c63c17f8d53b6c6b9e51fd8cc9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
„სახლში ბრუნდებოდა, ხელების დაბუჟება იგრძნო და...“ - როგორ დაიღუპა რეჟისორი თემურ ჩხეიძე
15:11 30.06.2022 (განახლებულია: 20:33 30.06.2022) მსახიობმა ეკა ჩხეიძემ მამის, ცნობილი რეჟისორის თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ მამა თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა და ოჯახის წევრებს არაფერი საგანგაშო არ შეუნიშნავთ. რეპეტიციის დამთავრების შემდეგ რეჟისორი მანქანით სახლში ბრუნდებოდა, როცა მოულოდნელად ხელების დაბუჟება იგრძნო, მანქანა გადააყენა და დარეკა.
„მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ანევრიზმა აორტაზე. ასეთი ოპერაციის გაკეთება სარისკოა, ქართველი ექიმები ვერც აიღებდნენ საკუთარ თავზე. დაემთხვა ისე, რომ ანზორ მელიას კლინიკაში მოწვეული იყო ავსტრიელი ქირურგი, რომელმაც ეს ოპერაცია გააკეთა. როცა გაჭრეს, გაირკვა, რომ შუნტირებაც სასწრაფოდ სჭირდებოდა. ურთულესი პროცესი 8 საათს გაგრძელდა. ექიმი თავადაც განცვიფრებული იყო, რომ ასეთი ზომის ანევრიზმა არ გასკდა. თქვა, ღმერთს ჰყვარებია, აქამდე ინფარქტი რომ არ განუვითარდაო“, – ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, ექიმი თავად ძალიან კმაყოფილი იყო, იმდენად წარმატებით გაკეთდა ოპერაცია, და ყველა იმედიანად იყო, თუმცა პოსტოპერაციულ პერიოდში, ორი კვირის თავზე მდგომარეობა დამძიმდა, დაიწყო სისხლდენა, კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო, რაც მან ვეღარ გადაიტანა.