დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივნისი

© Pixabay / Bluesnapნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 30 ივნისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღის დასაწყისში საინტერესო შეხვედრები გელოდებათ. შეიძლება სამუშაო და პირადი საკითხების განხილვა. ადვილი იქნება საერთო ენის გამონახვა. წარსულს ჩაბარდება უთანხმოებები როგორც პირად, ისე პროფესიულ ურთიერთობებში. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანია ინტუიციის მოსმენა - ეს უსიამოვნებებს აგარიდებთ თავიდან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ივნისი>>
ვერძი: კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. თქვენი მოსაზრებები ბევრს დააინტერესებს, მოგვარდება საქმიანი ურთიერთობები, წარსულს ჩაბარდება უთანხმოებები კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობებისთვისაც. მგზავრობა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.
გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
კურო: იმოქმედეთ მტკიცედ. ბევრ საქმეში მიაღწევთ წარმატებას, თუ წვრილმანებზე დროს არ დახარჯავთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, შეხვედრა ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი კარგი გსმენიათ. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ დრო მაინც დაგრჩებათ ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ საოჯახო საქმეების გაკეთება.
ტყუპი: წვრილმანი შემთხვევების გამო, რაც დღის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი, ნერვიულობა არ ღირს. პოზიტიური ტენდენციების გავლენა სწრაფად გაძლიერდება და მალე ყველაფერი მოგვარდება. მოგვიანებით გამოგიჩნდებათ სასიამოვნო საქმეები. საღამოს დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, ახლობლებთან ურთიერთობებს.
კირჩხიბი: ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან დღეს განსაკუთრებით ადვილი იქნება. გამოიყენეთ ეს დრო იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ იჩქაროთ - საქმე თავდაპირველად ძალიან იოლი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მხოლოდ მცდარი წარმოდგენა იქნება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2018
როგორია თქვენი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: არ შეუშინდეთ ტრადიციების დარღვევას, გეგმისგან გადახვევას. გაგიჩნდებათ შესანიშნავი იდეები. ადვილად იპოვით საერთო ენას როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებთან. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. არ ღირს ძვირადღირებული ნივთების ყიდვა, თუ ეს წინასწარ არ გქონდათ დაგეგმილი.
ქალწული: არ აჰყვეთ პროვოკაციებს, წამიერ ემოციებს, არ თქვათ ან გააკეთოთ არაფერი დაუფიქრებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის პირველ ნახევარში. მოგვიანებით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები. საღამო ხელსაყრელი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.
სასწორი: იმოქმედეთ შემოქმედებითად. ეს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. ნაცადი მეთოდები, დიდი ალბათობით, ეფექტური არ იქნება. სირთულეებს თუ წააწყდით, საქმე შუა გზაზე არ მიატოვოთ. თქვენი იდეები ახალ ნაცნობებს მოეწონებათ, არაა გამორიცხული მეგობრობის ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
საფულეები - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2019
როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა
მორიელი: ყურადღება გაამახვილეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. დღეს ბევრს მოასწრებთ, უბრალოდ, წვრილმანებზე დრო არ დახარჯოთ. მოერიდეთ ხანგრძლივ საუბრებს თემებზე, რომლებსაც არანაირი აზრი არა აქვს. მზად იყავით მოულოდნელობებისთვის. სავარაუდოდ, ამის გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. მოგვიანებით მოსალოდნელია თანხის მიღება.
მშვილდოსანი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დღეს ისეთი თვისებები, როგორიცაა შეუპოვრობა და მიზანსწრაფვა. ამის წყალობით მიაღწევთ იმას, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. მოსალოდნელია ნაცნობობა, შეხვედრა ადამიანებთან, რომელთა დახმარება დროული იქნება. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად.
თხის რქა: დროს უქმად ნუ დაკარგავთ. დღის პირველი ნახევარი ძალზე ხელსაყრელია მრავალი საკითხის გადასაწყვეტად, ინიციატივის გამოსაჩენად საქმიან თუ პირად ურთიერთობებში. დღის მეორე ნახევარში არაა გამორიცხული მოულოდნელი სირთულეები, უსიამოვნო სიურპრიზები. თუ ძალისხმევას გამოიჩენთ, ყველა ბარიერს დაძლევთ.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
მერწყული: არცთუ მარტივი დღეა, მაგრამ პროდუქტიული იქნება, თუ მტკიცედ იმოქმედებთ. არის შანსი, რომ წარმატებით დაასრულოთ რთული საქმე, გადაჭრათ მნიშვნელოვანი სამუშაო საკითხი. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები. შესაძლოა, ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. არაა გამორიცხული გეგმების შეცვლა სახლში შექმნილი პრობლემების გამო.
თევზები: ნებისმიერ იდეას, რომელიც დღეს გაგიჩნდებათ, ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა, თქვენი იდეები ირგვლივ მყოფებს უცნაურად მოეჩვენოთ, მაგრამ თქვენ საკუთარ ინტუიციას ენდეთ და არა სხვების მოსაზრებებს. ბევრი თქვენგანი შეძლებს თავის გრძნობებში გარკვევას, მიხვდება, რა არის მნიშვნელოვანი და რა - უკვე აღარ.
ყველა ახალი ამბავი
0