Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანრი ჯოხაძის და ნინი ბადურაშვილის კლიპმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ დღის შუქი იხილა - ვიდეო

© courtesy of Anri Jokhadzeანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი
ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
„ზაფხულის წვიმაში“ – ასე ჰქვია ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერას, რომელზეც ნინი ბადურაშვილმა და ანრი ჯოხაძემ კლიპი გადაიღეს. დუეტით გაცოცხლებულ სიმღერაზე გადაღებული კლიპის პრემიერა კინოთეატრ „ამირანში” შედგა და მასზე მიწვეული იყვნენ შოუბიზნესის ცნობილი სახეები.
კლიპის წარდგენას სხვა ცნობილ სახეებთან ერთად მერაბ სეფაშვილიც ესწრებოდა, რომლის შესრულებითაც იცნობს მსმენელი ამ სიმღერას. ანრიმ და ნინიმ სეფაშვილი კლიპშიც გამოაჩინეს. კლიპის რეჟისორი თავად ანრი ჯოხაძეა. აღსანიშნავია, რომ კლიპის გადაღება გასულ ზაფხულს მიმდინარეობდა.
პრეზენტაციაზე იყვნენ ასევე ნინის დედა ეკა კახიანი და შვილი ელენე, სიმღერის კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი, ტექსტის ავტორი ლალი სხირტლაძე, „პრაიმ შოუს” თანაწამყვანები, ირაკლი მაქაცარიას რჩეული ლიზა ჩიჩუა, დალი ჩიტალაძე, მაკა ზამბახიძე, მაია ჯაბუა და შოუბიზნესის სხვა ახალი თუ ძველი თაობის წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0