https://sputnik-georgia.com/20220629/zemo-larsi-dres-sabajo-yazbegi-msubuqi-avtomobilebistvis-gaixsna-267981385.html
ზემო ლარსი დღეს: საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" მსუბუქი ავტომობილებისთვის გახსნილია
ზემო ლარსი დღეს: საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" მსუბუქი ავტომობილებისთვის გახსნილია
Sputnik საქართველო
რუსეთის საზღვარზე ტრაილერების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია. 29.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-29T11:43+0400
2022-06-29T11:43+0400
2022-06-29T17:17+0400
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/15/251523551_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_03445f9ace70c0d20a30cdad23468393.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. „ყაზბეგი"–„ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი (საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარი) ღიაა მსუბუქი ავტომობილებისა და ფიზიკური პირებისთვის, განუცხადეს Sputnik საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.უწყების ინფორმაციით, ტრაილერების გადაადგილება საზღვარზე ჯერ ისევ შეჩერებულია.ამასთან, საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის – როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილებისთვის მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.ორშაბათს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაზიანებული გზის შეკეთებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/15/251523551_277:0:1300:767_1920x0_80_0_0_df4d9e2a7866158d36a647b9026d51fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ზემო ლარსი დღეს: საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" მსუბუქი ავტომობილებისთვის გახსნილია
11:43 29.06.2022 (განახლებულია: 17:17 29.06.2022) რუსეთის საზღვარზე ტრაილერების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. „ყაზბეგი"–„ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი (საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარი) ღიაა მსუბუქი ავტომობილებისა და ფიზიკური პირებისთვის, განუცხადეს
Sputnik საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, ტრაილერების გადაადგილება საზღვარზე ჯერ ისევ შეჩერებულია.
ამასთან, საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის – როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილებისთვის მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.
ორშაბათს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაზიანებული გზის შეკეთებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.
პარალელურად 26 ივნისს დაზიანებულ მთავარ გზაზე კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. ძლიერმა წვიმამ მდინარეების თერგისა და დევდორაკის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საერთაშორისო საავტომობილო გზის 80 მეტრზე მეტი (ნეიტრალური ზონა) დაზიანდა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.