თბილისში დამწყები ველომრბოლელებისთვის ველოტური გაიმართება

© AP Photo / Ross D. Franklinველომრბოლელი
ველომრბოლელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ „კავკასიის ველოქსელის“ გამოცდილი ინსტრუქტორები.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. თბილისში დამწყები ველომრბოლელებისთვის ველოტური 9 ივლისს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება სასარგებლო იქნება იმ მოყვარული ველომრბოლელებისთვის, რომლებსაც სურთ ქალაქში გადაადგილება. სპეციალურად მათთვის ველოტურის გამოცდილი მონაწილეები უსაფრთხოების წესებსა და ქალაქში არსებულ ნიშნებზე ისაუბრებენ.
ახალბედა ველომრბოლელები ასევე შეძლებენ გაეცნონ გუნდური მოგზაურობის გამოცდილებას ქალაქში. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ „კავკასიის ველოქსელის“ გამოცდილი ინსტრუქტორები.
მონაწილეები ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი წინასწარ დაგეგმილ მარშრუტს გაყვებიან. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ყველა ახალი ამბავი
0