Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

Tbilisi Open Air-ის შემდეგ Vetements-მა ტალახიანი ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა

© courtesy of Demna Gvasaliaდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
Tbilisi Open Air Alter/Vision თბილისის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2009 წლიდან ტარდება. წელს სამდღიანი ფესტივალის განმავლობაში თითქმის გადაუღებლად წვიმდა, რის გამოც მუსიკის მოსასმენად მისულ მაყურებელს ტალახში ცეკვა და გადაადგილება ექსტრემალურად უწევდა.
ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ტალახით დასვრილი ფეხსაცმელების უამრავი ფოტო და მიმი გავრცელდა. ამდენი ფეხსაცმლის დანახვაზე, რა თქმა უნდა, უმეტესობას ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია გაახსენდა და ოფენეალური გვერდის მონიშვნაც არ დააყოვნეს.
ტალახიანი ფეხსაცმლის, სახელად „ოფენეარების“ ფოტოების გაზიარებამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო. დემნამ ვერ მოიცალა, მაგრამ მისი შვილობილი ბრენდი Vetements კი დაინტერესდა ამ მიმართულებით, რომელსაც დემნას ძმა გურამი მართავს.
Vetements დემნამ და გურამმა 2014 წელს შექმნეს. ბრენდს დემნა გვასალია დიზაინის მიმართულებით ხელმძღვანელობდა, გურამი კი ფინანსურ საკითხებს განაგებდა. 2019 წელს დემნამ ბრენდი დატოვა, რათა მთელი ყურადღება „ბალენსიაგასთვის“ დაეთმო.
ყველა ახალი ამბავი
0