სუსმა, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა (სუსმა) დუშეთის რაიონში სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სათადარიგო ნაწილები ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან ამოიღეს. ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ჩატარდა.
სუსის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე დანიშნულია ექსპერტიზა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს.
ყველა ახალი ამბავი
0