მოსკოვი უკრაინას სავიზო რეჟიმზე პასუხს „ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გასცემს“

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მოსკოვი უკრაინის მიერ სავიზო რეჟიმის შემოღებაზე პასუხს რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და ჰუმანიტარული ასპექტის გათვალისწინებით გასცემს, განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსეი პოლონჩუკმა.
„ახლახან მართლაც მივიღეთ უკრაინული ნოტის ელექტრონული ასლი შესაბამისი შეტყობინებით. მასში საუბარია ორი ხელშეკრულების ფაქტობრივ შეწყვეტაზე 1 ივლისიდან: 1997 წლის ხელშეკრულებაზე მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ და 2011 წლისა — საზღვრისპირა რეგიონების მცხოვრებთა ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე“, — განაცხადა მან.
პოლონჩუკის განმარტებით, „ბოლო რვა წლის განმავლობაში უკრაინა სისტემატურად ამკაცრებდა პირობებს ქვეყანაში რუსების შესვლისთვის“. 2014 წელს შეზღუდვები შეეხო ყირიმში ბინადრობის ნებართვის მქონე მამაკაცებს. 2015 წელს რუსების დაშვება მხოლოდ უცხოური პასპორტით დაიწყეს. 2018 წლიდან თითის ანაბეჭდების, ტურისტული ვაუჩერის, მოწვევის, უკან დასაბრუნებელი ბილეთის, სახსრების საკმარისობის დადასტურების მოთხოვნა დაიწყეს.

„მიუხედავად ამ ქმედებებისა, რუსეთი ყოველთვის იცავდა შეთანხმებებს უვიზო მიმოსვლისა და ტრანსსასაზღვრო მიმოსვლის შესახებ და კვლავაც განაგრობს ამას. <...> ჩვენ შევისწავლით კიევის ახალ ნაბიჯთან დაკავშირებულ სიტუაციას და შედეგებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ჩვენი მოქალაქეებისთვის. შესაძლო რეაგირების ზომებზე გადაწყვეტილება მიიღება რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და ჰუმანიტარული კომპონენტის გათვალისწინებით. ჩვენთვის უკრაინის მოქალაქეები უცხოები არ არიან“, — განაცხადა პოლონჩუკმა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უკრაინაში 1 ივლისიდან ამოქმედდება.
ყველა ახალი ამბავი
0