კოკაინი, ჰეროინი, „სუბუტექსი" - შვიდი დაკავებულიდან სამი ნარკორეალიზატორია

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
ჩხრეკისას პოლიციამ სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.
თბილისი. 29 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და შიდა ქართლში ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი, მათ შორის, სამი ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 29-დან 59 წლამდეა, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
უწყების ცნობით, ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო: 33 შეკვრა კოკაინი, 155 გრამი „მეტადონი", 85 გრამი ჰეროინი, 5 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი", 83 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება ,,ლსდ“, 295 აბი „სუბუტექსი", 1.040 აბი „ოქსიკოდონი" და 690 აბი „ლირიკა".
გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, სსკ-ის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ემუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0