სამგორში ღია ცის ქვეშ მოსახლეობისთვის კონცერტები გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. მსმენელის განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. დედაქალაქის მერია მუსიკალური პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში 2-3 ივლისს სამგორის რაიონში მოსახლეობისთვის კონცერტებს გამართავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კონცერტები ე.წ. აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მსმენელის განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.

„პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და ამჯერად სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 ივლისს დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ“, – აღნიშნა კალაძემ.

პროექტი მერიამ 2018 წელს დაიწყო და ის ღია სივრცეებსა და პარკებში მასობრივი კულტურული ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს. პროექტის მიზანი, ერთი მხრივ, ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის განწყობაზე ზრუნვაა.
კალაძის თქმით, ეს მუსიკალური პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0