საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველო-რუსეთის საზღვარი. ტრაილერების რიგი
საქართველო-რუსეთის საზღვარი. ტრაილერების რიგი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
რამდენიმე დღის განმავლობაში „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყაზბეგი"–„ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი (საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარი) ღიაა მსუბუქი ავტომობილებისა და ფიზიკური პირებისთვის, ხოლო ტრაილერების გადაადგილება საზღვარზე შეჩერებული იყო.
უწყების ცნობით, აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სრულად არის მობილიზებული როგორც მებაჟე ოფიცრების შემადგენლობა, ასევე კონტროლის პროცედურებისთვის საჭირო ყველა ტექნიკური აღჭურვილობა.
უწყებაში აღვიშნეს, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დღე-ღამეში ათასზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება არის შესაძლებელი.
დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო რამდენიმე დღის განმავლობაში „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურა, მათ შორის საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთა.
რუსეთის მიმართულებით მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები საზღვრის კვეთის პროცედურებს „ყაზბეგის" ნაცვლად საბაჟო-გამშვები პუნქტების - „წითელი ხიდისა“ და „ლაგოდეხის“ გავლით ახორციელებდნენ.
უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა ჯერ დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი, რომელიც აღდგენილი იქნა 28 ივნისს) მდებარე მონაკვეთი, ხოლო შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე, ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალი საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0