საგარეო უწყება: რუსეთი ოქროს გასაღების ალტერნატიულ ბაზრებს მოძებნის

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატები, აკრძალა რა რუსეთიდან ოქროს იმპორტი, მოქმედებს არალეგიტიმურად და არღვევს მსოფლიო ეკონომიკას, მაგრამ მოსკოვი შეძლებს ალტერნატიული ბაზრების პოვნას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

„მე არ ვარ ექსპერტი ამ სფეროში – ძვირფასი ლითონების ბაზრის კანონების გაგების თვალსაზრისით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაშინგტონის ცალმხრივი სანქციები, გარდა იმისა, რომ არის სრულიად არალეგიტიმური, არასამართლებრივი და შედეგებით სრულიად გამანადგურებელი, ასევე არღვევს მსოფლიო ეკონომიკას. ამას უკვე თავად ავტორებიც აღიარებენ“, — განუცხადა რიაბკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მოსკოვი წუხს შეერთებული შტატების ასეთ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ „მოძებნის ალტერნატივებს და იმუშავებს შექმნილ პირობებში“.
ამასთან რიაბკოვმა აღნიშნა, რომ „ამაში არაფერია დრამატული, არაფერია ისეთი, რაც რადიკალურად შეცვლის საერთო სურათს“.
შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ოქროს იმპორტი 28 ივნისს აკრძალა. სანქციები არ ეხება რუსული წარმოშობის იმ ოქროს, რომელიც მანამდე იყო გატანილი რუსეთის ფარგლებს გარეთ.
ყველა ახალი ამბავი
0