როდის გაიხსნება საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი: ელჩის კომენტარი

© photo: Sputnik / Stringerგამშვები პუნქტი "წითელი ხიდი"
გამშვები პუნქტი წითელი ხიდი  - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვარი კარანტინის რეჟიმის დაწესების გამო 2020 წლის 14 მარტს ჩაიკეტა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს ზურაბ პატარაძეს საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის უახლოეს პერიოდში გახსნის იმედი აქვს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

აღნიშნულ საკითხს დიპლომატი ბაქოში გამართულ აზერბაიჯანი-საქართველოს ბიზნეს-ფორუმზე შეეხო. მისი თქმით, სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის ფონზე ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა იზრდება და მომავალი თვიდან „აზერბაიჯანის ავიახაზები“ (AZAL) ბაქოდან თბილისში რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

ამჟამად ბაქო–თბილისის რეისებს ყოველდღიურად ასრულებს აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways, რომელიც AZAL-ის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის 14 მარტს ჩაიკეტა კარანტინის რეჟიმის დაწესების გამო, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 19 მარტიდან შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეების აზერბაიჯანში საჰაერო გზით გამგზავრება. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში საზღვრები ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0