https://sputnik-georgia.com/20220629/ristvis-miirebs-saqartvelo-evrokavsiris-kandisatis-statuss-ocnebis-yofili-wevrebi-268011755.html
რისთვის მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - „ოცნების“ ყოფილი წევრები
რისთვის მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - „ოცნების“ ყოფილი წევრები
Sputnik საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა „ფარდა ახადეს“
2022-06-29T23:17+0400
2022-06-29T23:17+0400
2022-06-29T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249624541_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_d10c28c9a8cb676b54f411ad7462e16d.jpg
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ექვსი თვის შემდეგაც არ მიანიჭებენ, თუ ქვეყანა რუსეთთან ომში არ ჩაერთვება, ნათქვამია სამი დეპუტატის განცხადებაში, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დატოვეს.გუშინ „ქართული ოცნების“ წონადმა ფიგურებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტების დატოვება გადაწყვიტეს. მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელეს ის, რომ მმართველი პარტია საზოგადოებას პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არასაკმარის ინფორმაციას აწვდის, რაც არასწორია. პარტიიდან წასვლის შემდეგ კი ისინი მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას აპირებენ.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სრულიად უპრეცედენტო ექვსთვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ ჩაცხრეს. თუ უკრაინა და მოლდოვა 30-წლიან „მოსაცდელში“ შეუშვეს, საქართველოს არც ამ „მოსაცდელში“ შეუშვებენ, რათა გრძელვადიანმა რევოლუციურმა სცენარმა აქტუალობა შეინარჩუნოს, აღნიშნავენ დეპუტატები.„ჩვენი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს. საქართველო ახალ არეულობასა და ომს ვერ გადაიტანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მაღალი პასუხისმგებლობით“, - აღნიშნულია დეპუტატების განცხადებაში.პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მიზანია - იმ გეგმის შესრულების აღკვეთა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად.„თუ საზოგადოება არ აღიჭურვება საჭირო სიმართლით, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.გასულ კვირაში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყვიტა, ასევე მზადაა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუ დასახული პრიორიტეტები შესრულდება.ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249624541_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_94bc67eeecb2d01d249f802a85c26015.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ევროკავშირი კანდიდატი სტატუსი „ოცნება“ ყოფილი წევრები სოზარ სუბარი დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ ყაველაშვილი განცხადება
საქართველო ევროკავშირი კანდიდატი სტატუსი „ოცნება“ ყოფილი წევრები სოზარ სუბარი დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ ყაველაშვილი განცხადება
რისთვის მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - „ოცნების“ ყოფილი წევრები
23:17 29.06.2022 (განახლებულია: 23:18 29.06.2022) საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა „ფარდა ახადეს“
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ექვსი თვის შემდეგაც არ მიანიჭებენ, თუ ქვეყანა რუსეთთან ომში არ ჩაერთვება, ნათქვამია სამი დეპუტატის განცხადებაში, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დატოვეს.
გუშინ „ქართული ოცნების“ წონადმა ფიგურებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტების დატოვება გადაწყვიტეს. მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელეს ის, რომ მმართველი პარტია საზოგადოებას პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არასაკმარის ინფორმაციას აწვდის, რაც არასწორია. პარტიიდან წასვლის შემდეგ კი ისინი მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას აპირებენ.
„როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სრულიად უპრეცედენტო ექვსთვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ ჩაცხრეს. თუ უკრაინა და მოლდოვა 30-წლიან „მოსაცდელში“ შეუშვეს, საქართველოს არც ამ „მოსაცდელში“ შეუშვებენ, რათა გრძელვადიანმა რევოლუციურმა სცენარმა აქტუალობა შეინარჩუნოს, აღნიშნავენ დეპუტატები.
„ჩვენი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს. საქართველო ახალ არეულობასა და ომს ვერ გადაიტანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მაღალი პასუხისმგებლობით“, - აღნიშნულია დეპუტატების განცხადებაში.
პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მიზანია - იმ გეგმის შესრულების აღკვეთა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად.
„თუ საზოგადოება არ აღიჭურვება საჭირო სიმართლით, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გასულ კვირაში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყვიტა, ასევე მზადაა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუ დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.