ქართველ კათოლიკეებს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცეს

© AP Photo / Armando Francaკორონავირუსის პანდემია და კათოლიკე მორწმუნეები
კორონავირუსის პანდემია და კათოლიკე მორწმუნეები - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს მშვიდობა და სიკეთე უსურვეს
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს რელიგიის საკითხთა სააგენტომ კათოლიკეებს და კათოლიკურ ეკლესიას პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა.
სააგენტომ კათოლიკურ ეკლესიას დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და სიკეთე უსურვა.
„კათოლიკური ეკლესია პეტრე-პავლობას დღესასწაულობს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც „თავთა მოციქულთა“, - ნათქვამია განცხადებაში.
კათოლიკური ეკლესია 29 ივნისს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღესასწაული ცნობილია ადრეული ქრისტიანობიდან და აღინიშნებოდა რომის იმპერიაში, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში. ის ეძღვნება პეტრე და პავლე მოციქულებს, რომლებიც ქრისტიანობას მთელ მსოფლიოში ქადაგებდნენ.
წყარო - საქართველოს რელიგიის საკითხთა სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0