„ქართული ცეცხლი“: სამეფო ნაციონალური ბალეტი კონცერტს გამართავს

© courtesy of Royal National Balletსამეფო ნაციონალური ბალეტი
სამეფო ნაციონალური ბალეტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
ქორეოგრაფიული პროგრამა „ქართული ცეცხლი“ უკვე 80 ქვეყანაში აჩვენეს.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს „სამეფო ნაციონალური ბალეტი“ თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) 10 ივლისს კონცერტს გამართავს.
კოლექტივი მაყურებელს წარუდგენს ქორეოგრაფიულ პროგრამას „ქართული ცეცხლი“. ეს არის ლირიკული შოუ, რომელიც მაყურებელს თვითმყოფად ქართულ კულტურას აცნობს და ხალხური ცეკვის მომაჯადოებელ სამყაროში ჩაძირავს.
„ქართული ცეცხლი“ აგებულია ქართული ტრადიციული და თანამედროვე საცეკვაო ქორეოგრაფიულ დადგმებზე, რომელიც აერთიანებს მთელ საქართველოს, როგორც ერთი სრულფასოვანი საცეკვაო წარმოდგენა.
წარმოდგენაში გამოყენებულია 370 უნიკალური საცეკვაო კოსტიუმი და უნიკალური დეკორაციები. სოლისტის რანგში კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს ჰოლანდიის ბალეტის ქართველი მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი.
„ნუ გამოტოვებთ ამ შესაძლებლობას, თქვენ გელით დაუვიწყარი ქართული საცეკვაო წარმოდგენა, რომელიც გაიმართება მხოლოდ ერთი დღე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში!“ – წერენ სოციალურ ქსელში ორგანიზატორები.
დასმა ევროპასა და აზიაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 300-ზე მეტი კონცერტი სრული ანშლაგით ჩაატარა.
„სამეფო ნაციონალური ბალეტი" საქართველოში 2008 წელს ქართველმა ქორეოგრაფებმა გელა ფოცხიშვილმა და მაია კიკნაძემ დააარსეს. ანსამბლი ინარჩუნებს ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციებს, მას ასევე ახასიათებს ნოვატორობა და მაღალი პროფესიული დონე.
ბალეტის მოცეკვავეები არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ანსამბლის მიზანია ქართული ცეკვის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ყველა ახალი ამბავი
0