ქართული სკოლების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება იგეგმება: დეტალები

© courtesy of Tornike Darjaniaმზის ბატარეები
მზის ბატარეები - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
შეთანხმების მიზანი საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციაა ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. საქართველო საჯარო სკოლების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისათვის 55,4 მლნ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
შეთანხმებას „საქართველოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის ღია პროგრამის“ დაფინანსების თაობაზე საქართველოსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის ხელი დღეს მოეწერა.
შეთანხმებას ხელი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის, სვენია შულცეს ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.
შეთანხმების მიზანი საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციაა ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
ხელმოწერის ცერემონია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, სასესხო და საგრანტო შეთანხმებებით გათვალისწინებულია ჯამში დაახლოებით 55,4 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა, საიდანაც 40 მლნ ევროს სესხის სახით გამოყოფს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, ხოლო 15.35 მლნ ევრო გამოყოფილი იქნება გრანტის სახით ევროკავშირისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ.
დღესვე გაფორმდა შეთანხმება KfW-სა და პროექტის განმახორციელებელ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ შორის.
ზემოაღნიშნულ პროექტში ჩართულია ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს სასესხო და საგრანტო შეთანხმებები „შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი“.
პროექტის ფარგლებში, EBRD საქართველოსთვის გამოყოფს ფინანსურ რესურსს 40 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით და 10 მლნ ევროს ოდენობით დაფინანსებას გრანტის სახით.
ყველა ახალი ამბავი
0