ნატო ევროპაში კონტინგენტს ზრდის: რით უპასუხებენ მოსკოვი და მინსკი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
აშშ-ს მსოფლიოში პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირების შესანარჩუნებლად სასიცოცხლოდ სჭირდება საბრძოლო მოქმედებებით დანგრეული ევროპა, აზიის დესტაბილიზაცია, რეგულირებული ქაოსი. აშშ-ის ცალკეული მოკავშირეები ევროპაში კი მზად არიან, მესამედ გადადგან მცდარი ნაბიჯები მსოფლიო ომისკენ.
მადრიდში 28-30 ივნისს ნატოს 36-ე სამიტი იმართება, რომელსაც გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკვე უწოდა ისტორიული. მოკავშირეები აპირებენ 2030 წლამდე პერიოდისთვის ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღებას, რუსეთის გამოცხადებას მთავარ მოწინააღმდეგედ, აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო 30 წლის განმავლობაში უმსხვილესი სწრაფი რეაგირების ძალების განთავსების გეგმის განხილვას. ალიანსი მიიღებს კიევის მხარდაჭერის გაძლიერებულ კომპლექსურ გეგმას, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიონ ნატოს ოპერატიული თავსებადობის სტანდარტებს, რითაც დაადასტურებს უკრაინის მიმართ ალიანსის ღია კარის პოლიტიკას.
რუსეთსა და მის უახლოეს მოკავშირეს - ბელარუსს, ფაქტობრივად, ომს უცხადებენ, რომელშიც კიევმა უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იბრძოლოს. უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფოებრიობის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია აბსოლუტურად გარდაუვალი ჩანს.
მადრიდის სამიტი განიხილავს ასევე ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადებს, ავსტრალიასთან, იაპონიასთან, ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობის გაღრმავებას. თუმცა რუსეთთან გრძელვადიანი ბრძოლის პრიორიტეტი დღის წესრიგის ყველა სხვა პუნქტს დაჩრდილავს. ალიანსის უგუნური ეგოცენტრული აგრესია კაცობრიობას მესამე მსოფლიო ომისკენ მიაქანებს.
ამ ფონზე დიდი ბრიტანეთის მთავარსარდალმა პატრის სანდერსმა მოვლენებს გაუსწრო და განაცხადა, რომ რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის შემდეგ უფრო სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას, ვიდრე 24 თებერვლამდე. მანამდე მან პრემიერ ბორის ჯონსონს სთხოვა 2028 წლისთვის ქვეყნის თავდაცვითი ბიუჯეტის გაზრდა მშპ-ის 2,5%-მდე და მონიშნა ბრიტანული ჯარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორიენტირი - რუსეთის ომში დამარცხების უნარი. მართლაც, ავღანელი თალიბებისგან პანღურის შემდეგ სწორედ ის დროა, 73 ათასივე ბრიტანელმა სამხედრომ იოცნებოს ძლიერი ბირთვული სახელმწიფოს დამარცხებაზე მილიონიანი არმიით.
გაბერილი თვითშეფასების ბრიტანული პარადოქსი ასახავს ნატოს ქვეყნების საერთო პრობლემას - საგარეო პოლიტიკაში ისინი კვლავ სრული თავისუფლებისა და დაუსჯელობის იმედად არიან, როგორც ერაყში, იუგოსლავიაში, ავღანეთში, ლიბიასა და სირიაში მოხდა. ამასთან, მოსკოვის მიერ შეთავაზებული თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების პარამეტრები ევროპის კონტინენტზე აქტუალობას ინარჩუნებს. ალიანსის ჯარების დაბრუნება 1997 წლის პოზიციებზე ისტორიულ გარდაუვალობად რჩება, ხოლო უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სპეცრაზმისა და სამხედრო მოსამსახურეების ყოფნა - გეოპოლიტიკურ უგუნურებად.

ახალი სამყაროს ჩანასახები

დასავლეთის აგრესიული კურსისა და პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ მოსკოვი და მინსკი აქტიურად ავითარებენ თავდაცვის სფეროში ინტეგრაციას. ვილნიუსის მხრიდან კალინინგრადის ოლქის ბლოკადის პროვოკაციული მცდელობის შემდეგ გაიზარდა ლიეტუვის საზღვართან ბელარუსი-რუსეთის ძლიერი საჯარისო დანაყოფების განთავსების ალბათობა.
26 ივნისის მორიგ შეხვედრაზე რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ განიხილეს მოკავშირე სახელმწიფოს საზღვრებთან ნატოს ძალთა თავმოყრა. იმსჯელეს ოპერატიული რეაგირების ვარიანტებზე, რომელთა შორის ყველაზე ეფექტურად მიიჩნიეს ბელარუსული დამრტყმელი თვითმფრინავების მოდერნიზაცია ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადამტანების დონეზე და ბელარუსის შეიარაღებული ძალებისთვის რუსული სარაკეტო კომპლექსების „ისკანდერ-М“-ის გადაცემა 50 კილოტონამდე სიმძლავრის, მათ შორის, ბირთვული ქობინების მთელ სპექტრთან ერთად.
„ისკანდერის“ სიმძლავრე ბელარუსულ ჯარს საშუალებას მისცემს, ასიმეტრიულად გაანადგუროს ნატოს უფრო ძლიერი ძალები. ხაზგასასმელია, რომ მოსკოვი და მინსკი აპირებენ საავიაციო ტექნიკის მოდერნიზაციას და მობილური სარაკეტო კომპლექსების გამოშვებას უახლოეს მომავალში.
G7-ის ლიდერებმა გუშინ შეშფოთება გამოხატეს მოსკოვის გეგმების გამო, გადასცეს მინსკს ბირთვული რაკეტები, თუმცა რუსეთი და ბელარუსი არ არღვევენ არავითარ საერთაშორისო შეთანხმებებს ბირთვული იარაღის არგავრცელების შესახებ. ევროპას მოუწევს ამასთან შეგუება. პოლონეთისთვის კი უკეთესია, არ დაემუქროს მოსაზღვრე სახელმწიფოს 400-ათასიანი ჯარის შექმნით.
ნატოში წინააღმდეგობა იზრდება. რომი, პარიზი, მადრიდი, ანკარა განსხვავებულად აფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებსა და სამხედრო საფრთხეებს. მაგალითად, ესპანეთი ითხოვს ალიანსის განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთი ფლანგის (აფრიკული) უსაფრთხოების მიმართ, თუმცა აშშ-ის ზეწოლით უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი და რუსების შეკავება მოკავშირეებისთვის უდავო პრიორიტეტად რჩება.
ნატოს სამიტამდე ევროპის მილიტარიზაციის მოწინააღმდეგეებმა მადრიდში მრავალათასიანი დემონსტრაცია გამართეს, რომელმაც აჩვენა, რამდენად ემიჯნება ერთმანეთს ხალხისა და მთავრობების რეალური ინტერესები, ერთი მხრივ, და აშშ-ის ხელმძღვანელობით აგრესიული სამხედრო ბლოკის ინტერესები, მეორე მხრივ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0