მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება მისი დამარცხების შემდეგ შეიძლება

  - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსეთთან მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინაში მისი დამარცხების შემდეგ იქნება შესაძლებელი, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

„უპირველეს ყოვლისა, აბსოლუტურად აუცილებელია რუსეთის დამარცხება უკრაინაში... ეს არის ერთადერთი გზა ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ახლა მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს... მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ცრუ მშვიდობას შექმნის... ჩემი ძალიან მტკიცე გზავნილია ის, რომ ჯერ რუსეთი უნდა დავამარცხოთ და შემდეგ მოვილაპარაკოთ“, — თქვა ტრასმა ნატოს სამიტზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად „წარსულის გაკვეთილების სწავლაა“ აუცილებელი, გაიხსენა რა დონბასის დარეგულირების შესახებ მინსკის შეთანხმებების წარუმატებლობა.
ნატოს სამიტი მადრიდში სამშაბათს, საღამოს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. სამიტზე მიწვეული არიან სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია და ახალი ზელანდია, თუმცა ისინი ნატოს წევრები არ არიან. აღნიშნული ქვეყნები ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის პარტნიორები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0