ყვარელში 68 წლის მამაკაცი სცემეს და თანხა გამოსძალეს: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
დაკავებულ პირებს ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები 26 და 27 ივნისს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალი გუშინ წარუდგინა.
საქმის მასალების მიხედვით, 24 ივნისს ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა და ერთმა არასრულწლოვანმა ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში 68 წლის მამაკაცს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს და თანხა გამოსძალეს.
ისინი ასევე აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას. ბრალდებულებმა მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ კი გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით მამაკაცს რამდენიმე დღის ვადაში მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს.
ბრალდებულების მიერ გადაღებული კადრები გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რამაც მნახველთა აღშფოთება გამოიწვია.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0