https://sputnik-georgia.com/20220629/jiji-bela-hadidi-267989449.html
როგორ მუშაობდნენ სტილისტები ჯიჯი და ბელა ჰადიდების ტრანსფორმაციისთვის - ფოტოები
როგორ მუშაობდნენ სტილისტები ჯიჯი და ბელა ჰადიდების ტრანსფორმაციისთვის - ფოტოები
Sputnik საქართველო
დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა თავისი ახალი კოლექცია ნიუ-იორკში წარადგინა. ჩვენება გაიმართა საჯარო ბიბლიოთეკაში, კამერულ ატმოსფეროში (დარბაზში მხოლოდ 99 ადგილი იყო... 29.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-29T17:36+0400
2022-06-29T17:36+0400
2022-06-29T21:41+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266409074_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_1f03fffc7c4e04a76b1860767ccf7843.jpg
დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა თავისი ახალი კოლექცია ნიუ-იორკში წარადგინა. ჩვენება გაიმართა საჯარო ბიბლიოთეკაში, კამერულ ატმოსფეროში (დარბაზში მხოლოდ 99 ადგილი იყო, მოწვეულთა შორის იყვნენ ანა ვინტური და ემილი რატაიკოვსკი).ბელა და ჯიჯი ჰადიდები პოდიუმზე მთავარი ვარსკვლავები გახდნენ: დები, დანარჩენი მოდელების მსგავსად, უჩვეულო გარეგნობით გამოჩნდნენ – ნახევრად გადაპარსული თავით და შავი თმით.თუმცა, არ უნდა ინერვიულოთ მოდელების თმაზე – ეს მხოლოდ ოსტატური მაკიაჟი იყო. ფოტოები, რომელშიც ასახული იყო ბელა და ჯიჯი ჰადიდების შოუსთვის მზადების პროცესი, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.პანდემიის შემდეგ მარკ ჯეიკობსმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ოფიციალური განრიგი გამოტოვა და კოლექციის ცალკე ჩვენება მოაწყო. დიზაინერის ახალი კოლექცია ძველი ესთეტიკის გაგრძელებაა.ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო გიგანტური პროპორციის სამოსი, ფუშფუშა კაბები, მაღალი პლატფორმები რიკ ოუენსის სტილში. მოცულობითი სვიტერები, რომლებშიც მოდელები იყვნენ გახვეული. სტილს ავსებდა ხელთათმანები და XXL ზომის ჩანთები.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266409074_0:0:1300:975_1920x0_80_0_0_ae7fcfe9bbeec37d805f7c913d318c52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, აშშ
დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა თავისი ახალი კოლექცია ნიუ-იორკში წარადგინა. ჩვენება გაიმართა საჯარო ბიბლიოთეკაში, კამერულ ატმოსფეროში (დარბაზში მხოლოდ 99 ადგილი იყო, მოწვეულთა შორის იყვნენ ანა ვინტური და ემილი რატაიკოვსკი).
ბელა და ჯიჯი ჰადიდები პოდიუმზე მთავარი ვარსკვლავები გახდნენ: დები, დანარჩენი მოდელების მსგავსად, უჩვეულო გარეგნობით გამოჩნდნენ – ნახევრად გადაპარსული თავით და შავი თმით.
თუმცა, არ უნდა ინერვიულოთ მოდელების თმაზე – ეს მხოლოდ ოსტატური მაკიაჟი იყო. ფოტოები, რომელშიც ასახული იყო ბელა და ჯიჯი ჰადიდების შოუსთვის მზადების პროცესი, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.
პანდემიის შემდეგ მარკ ჯეიკობსმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ოფიციალური განრიგი გამოტოვა და კოლექციის ცალკე ჩვენება მოაწყო. დიზაინერის ახალი კოლექცია ძველი ესთეტიკის გაგრძელებაა.
ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო გიგანტური პროპორციის სამოსი, ფუშფუშა კაბები, მაღალი პლატფორმები რიკ ოუენსის სტილში. მოცულობითი სვიტერები, რომლებშიც მოდელები იყვნენ გახვეული. სტილს ავსებდა ხელთათმანები და XXL ზომის ჩანთები.