https://sputnik-georgia.com/20220629/daavadebata-kontrolis-centrs-specialuri-macivrebi-gadaeca-267998111.html
დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაქცინების შესანახად სპეციალური მაცივრები გადაეცა
დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაქცინების შესანახად სპეციალური მაცივრები გადაეცა
Sputnik საქართველო
პროექტის მიზანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და სამედიცინო დაწესებულებების ახალი აღჭურვილობით... 29.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-29T18:52+0400
2022-06-29T18:52+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/17/250978554_0:132:3171:1916_1920x0_80_0_0_92136a7e867b078680d9980991dbdecb.jpg
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს (NCDC) ვაქცინების შესანახად 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადაეცა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის პრეზენტაციასა და გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ USAID-ს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, პროექტის ერთ-ერთი მიზანია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით ვაქცინების შენახვის ხელშეწყობა რაიონულ და მუნიციპალურ დონეებზე.„მაცივრები უზრუნველყოფილია ძაბვის რეგულატორით და ტემპერატურის აღმრიცხველი მოწყობილობით, ქარხნულად დაპროგრამებული განგაშის სისტემითა და მაცივარში შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ეკრანით“, – აღნიშნულია განცხადებაში.გაეროს ბავშვთა ფონდმა კლინიკებს ასევე გადასცა 500 ცივი ყუთი, სადაც საჭირო ტემპერატურაზე ვაქცინის შენახვის ხანგრძლივობა 107 საათია.ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა NCDC-ს მიერ შერჩეულ იმ სოფლის კლინიკებს გადაეცემა, სადაც ამის კრიტიკული საჭიროება გამოიკვეთა. ხოლო სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რაიონულ დაწესებულებაში სპეციალური ცივი ოთახიც მოეწყობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/17/250978554_221:0:2950:2047_1920x0_80_0_0_998931f75b42239e7c007f680a6091d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაქცინების შესანახად სპეციალური მაცივრები გადაეცა
18:52 29.06.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) პროექტის მიზანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და სამედიცინო დაწესებულებების ახალი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს (NCDC) ვაქცინების შესანახად 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადაეცა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სპეციალური მაცივრები გაეროს ბავშვთა ფონდმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა პროექტის „კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“ ფარგლებში. აღჭურვილობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კლინიკებში გადანაწილდება.
ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის პრეზენტაციასა და გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ USAID-ს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.
„უნდა უზრუნველვყოთ, რომ სოფლად თუ ქალაქში ყველას ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან პრევენციულ ჯანდაცვაზე. ვაქცინების მაცივრები არის იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიმართულია საქართველოს დიდ ქალაქებსა თუ სოფლებში ვაქცინაციის ჩამტარებელი კლინიკების უახლესი ტექნიკით აღჭურვისკენ, რათა დაცული იყოს ვაქცინების უსაფრთხოება“, – აღნიშნა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის
ცნობით, პროექტის ერთ-ერთი მიზანია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით ვაქცინების შენახვის ხელშეწყობა რაიონულ და მუნიციპალურ დონეებზე.
„მაცივრები უზრუნველყოფილია ძაბვის რეგულატორით და ტემპერატურის აღმრიცხველი მოწყობილობით, ქარხნულად დაპროგრამებული განგაშის სისტემითა და მაცივარში შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ეკრანით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გაეროს ბავშვთა ფონდმა კლინიკებს ასევე გადასცა 500 ცივი ყუთი, სადაც საჭირო ტემპერატურაზე ვაქცინის შენახვის ხანგრძლივობა 107 საათია.
ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა NCDC-ს მიერ შერჩეულ იმ სოფლის კლინიკებს გადაეცემა, სადაც ამის კრიტიკული საჭიროება გამოიკვეთა. ხოლო სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რაიონულ დაწესებულებაში სპეციალური ცივი ოთახიც მოეწყობა.