სტიქიამ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს პრობლემები შეუქმნა

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaსტიქიამ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას მუზეუმი დააზიანა
სტიქიამ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას მუზეუმი დააზიანა - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
სტიქიის შედეგად მუზეუმის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე შენობა-ნაგებობები და მუზეუმის უკანა მხარე დაიტბორა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ბოლო დღეების განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა და მეწყრული პროცესების განვითარებამ სოფელ ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს პრობლემები შეუქმნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფელ ჩარგალში დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი ჩამოიტანა. სტიქიის შედეგად დაიტბორა მუზეუმის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე შენობა-ნაგებობები და მუზეუმის უკანა მხარე.
აღსანიშნავია, რომ საფრთხე არ ემუქრება საგამოფენო სივრცეს, სადაც ვაჟა-ფშაველას ხელნაწერთა ასლები და სხვა ექსპონატები ინახება.
ვითარების შესასწავლად ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა ნარიმანიძე.
მძიმე ტექნიკის მეშვეობით მოხდება ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი ნაშალი მასალის გატანა და მუზეუმის უკანა კედელთან დაგუბებული წყლის გამოთავისუფლება. ამასთან, შემდგომში არსებული საფრთხის პრევენციის მიზნით დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0