Axis Towers და თბილისის საქმიანი ცენტრი
© courtesy of Axis Axis Towers-ის პროექტი თბილისში
© courtesy of Axis
გამოწერა
„აქსის თაუერსის“ შავ კოშკში განთავსებულია დედაქალაქის უმსხვილესი А-კლასის ბიზნესცენტრი, რომლის ფართობიც 7000 კვადრატული ფუტია.
აღსანიშნავია, რომ მას საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის სტატუსი აქვს. ესაა რეგიონში პირველი საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი, რომელიც საქმიან ურთიერთობას გაუადვილებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ ყველა ბიზნესს, რომელიც „აქსის თაუერსს“ უკავშირდება.
რაც შეეხება მეორე, თეთრ კოშკს, ის მთლიანად ეთმობა საცხოვრებელ სივრცეს.
შავი კოშკი კლიენტებს სთავაზობს მრავალ საინტერესო და აუცილებელ მომსახურებას საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების მოსაწყობად. 2000 კვ.მ ეთმობა საკონფერენციო დარბაზებს. არის 7 დარბაზი სამუშაო შეხვედრებისთვის და თბილისში ყველაზე დიდი 800 კვ.მ ფართის დარბაზი, სადაც განთავსებულია სინქრონული თარგმანის ოთხი ოთახი და მისაღები ტერასით.
© courtesy of Axis Towers„აქსის თაუერსის“ გახსნა
„აქსის თაუერსის“ გახსნა
© courtesy of Axis Towers
კოშკები იმითაც გამოირჩევა, რომ ის განაშენიანების ხუთ მიმართულებას მოიცავს: ესაა საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები. ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტის თავმოყრა ერთ სივრცეში „აქსის თაუერსს“ პრაქტიკულად დამოუკიდებელ ერთეულად აქცევს. ესაა ერთგვარი „ქალაქი ქალაქში“, როგორც მას უკვე მოიხსენიებენ კიდეც. ეს ყველაფერი დიდ კომფორტს უქმნის ბიზნესცენტრში განთავსებული კომპანიების თანამშრომლებს. აქ უკვე არის სხვადასხვა საერთაშორისო და ქართული კომპანიის სათავო ოფისები. პოტენციურ დამსაქმებლებს შეუძლიათ სრულად გარემონტებული საოფისე სივრცეების ამორჩევა.
„აქსის თაუერსი“ - კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთად მოიყაროს თავი მრავალმა სრულიად განსხვავებულმა მიმართულებამ ისე, რომ არათუ ხელი არ შეუშალონ, არამედ შეერწყან და შეავსონ ერთმანეთი. მშენებლობის პროცესში ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო - იქნებოდა თუ არა შესაძლებელი 5 განსხვავებული სივრცის „თანაარსებობა“ და ფუნქციონირება. „აქსის თაუერსმა“ ტესტი წარმატებით ჩააბარა და ნაკადების მართვას თავი შესანიშნავად გაართვა.
© courtesy of Axis Towers„აქსის თაუერსის“ გახსნა
„აქსის თაუერსის“ გახსნა
© courtesy of Axis Towers
აღსანიშნავია საქმიან ნაწილში განთავსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman, ინდუსტრიულ-მოდერნისტული დიზაინის 220 ნომრით. ის წარმოადგენს Accor Group-ის ნაწილს, რომელიც ლეგენდარულ სასტუმრო Pullman Axis Towers-ს სავიზიტო ბარათად მიიჩნევს. სასტუმრო სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან გამოირჩევა სივრცის სპეციფიკური განაწილებითა და შემოქმედებითი გადაწყვეტილებებით. სასტუმროს მაღალი კლასის მომსახურების მიღების გარდა, სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ხელოვნების ნიმუშებით, რომლებიც ნებისმიერ ნომერში დახვდებათ.
სასტუმროს 36-ე სართულზე განთავსებულია ფრანგული რესტორანი „დიუმა“. 37-ე სართულზე, 140 მეტრის სიმაღლეზე - სქაიბარი Weather Report („ამინდის პროგნოზი“), რომლის მხატვრული განათებაც შესანიშნავ განწყობას ქმნის. მელომანებისთვის ეს სახელწოდება უცხო არ იქნება. ამ ლეგენდარული ჯგუფის სახელწოდება ბარის კონცეფციას წარმოაჩენს.
© courtesy of Axis Towers„აქსის თაუერსის“ გახსნა
„აქსის თაუერსის“ გახსნა
© courtesy of Axis Towers
ნაკადების და ინფრასტრუქტურის გონივრული მართვისა და განვითარების შემთხვევაში ნებისმიერი საქმიანი ადამიანი, რომელიც „აქსის თაუერსს“ აირჩევს და თავის ბიზნესს ქალაქის უმსხვილეს ბიზნესცენტრს დაუკავშირებს, ყველა მომსახურების ერთ სივრცეში მიღებას შეძლებს. ბიზნესცენტრიდან შეიძლება გამაჯანსაღებელ ცენტრში - Axis Towers Wellness - გადასვლა, სადაც სტუმრები ისიამოვნებენ მოძრავი სახურავის მქონე 25-მეტრიანი აუზით და ღია ვერანდით, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს, ასევე პროფესიონალურად აღჭურვილი ფიტნესცენტრითა და სპაცენტრით. აქ შესაძლებელია ნებისმიერი სტუმრის მიღება სამუშაო გარემოში ან დასვენების ზონაში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და შენობის პირველ სართულზე მდებარეობს. აქვე არის „აქსის თაუერსის“ სავიზიტო ბარათი - საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირიდან უხვევს და შენობის გავლით აბულაძის ქუჩამდე მიდის. მისი სიგრძე 80 მეტრია, სიგანე - 20 მეტრი. აქ შეიძლება კერძების დაგემოვნებაც და ყავის მირთმევაც. სივრცეში ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის 12 რესტორანი და 7 ბარი ფუნქციონირებს. ეს „აქსის თაუერსის“ კიდევ ერთი მიმართულებაა (კერძები და სასმელი), რომელიც ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს იზიდავს და ბიზნესის წარმომადგენლებს ნამდვილ გასტრონომიულ მოგზაურობას ჰპირდება.
© courtesy of Axis Towers„აქსის თაუერსის“ გახსნა
„აქსის თაუერსის“ გახსნა
© courtesy of Axis Towers
ერთგვარი ბიზნესსაზოგადოების შექმნით „აქსის თაუერსმა“ შექმნა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი და გაზარდა ძველ თბილისში, რუსთაველისა და მელიქიშვილის გამზირებზე დაწყებული ტურისტული კონცეფციის ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელების შესაძლებლობა. ასე შეიქმნა თბილისში პირველი საქმიანი ცენტრი, რომელიც დედაქალაქის ახალ ღირსშესანიშნაობად იქცა.