https://sputnik-georgia.com/20220629/aragvma-dusetsi-sawarmoebi-datbora-268001166.html
არაგვმა დუშეთის რაიონში რამდენიმე საწარმო დატბორა
არაგვმა დუშეთის რაიონში რამდენიმე საწარმო დატბორა
Sputnik საქართველო
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ძლიერი წვიმის შედეგად გაჩენილმა მეწყერმა და წყალდიდობამ დააზარალა. 29.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-29T19:08+0400
2022-06-29T19:08+0400
2022-06-29T22:23+0400
ამინდი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267931805_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_c3a437823be9629ecef7aa06cd138b22.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. უამინდობის შედეგად ადიდებული მდინარე არაგვის მიერ დატბორილი ბეტონის ქარხნისა და ხის გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცხოვრებლებს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა და წყალდიდობამ დიდი ზიანი მიაყენა. მაშველებს ტურისტების და ადგილობრივი მცხოვრებლების ვერტმფრენით უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა მოუწიათ. მეწყერს ერთი ტურისტი ემსხვერპლა.საწარმოს კიდევ ერთი წარმომადგენლის დავით აფციაურის თქმით, არცერთ შესაბამის სტრუქტურას ისინი არ გაუფრთხილებია მოსალოდნელი წყალდიდობის საფრთხის შესახებ.„შიგნით ვერ შევდივართ, რადგან წყლის დონე მაღალია და რა ზარალია, ჯერ არ ვიცით. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა", – განაცხადა დავით აფციაურმა.მისი თქმით, თუ ხელისუფლება ჰიდროელექტროსადგურზე წყლის ჩამკეტი ფარების გახსნას აპირებდა, მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის გაფრთხილება იყო საჭირო.ხის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელების თქმით, წყალმა ხის მასალა წაიღო და ძვირადღირებული ტექნიკა დატბორა.„ჩვენი საამქროები მთლიანად დატბორილია, ძვირადღირებული ტექნიკა გვაქვს და მთლიანად დატბორილია. წყალმა წაიღო თითქმის ყველა ნედლი ხე, რაც ჩვენ გადავამუშავეთ", – ამბობს არჩილ ჯამაგიძე.საწარმოების ხელმძღვანელები ზარალის დათვლას და დასუფთავების სამუშაოების დაწყებას წყლის დონის დაწევის შემდეგ აპირებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267931805_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_60dd40e30e2acbb2f03e22c44f012174.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ამინდი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საქართველო, ახალი ამბები
ამინდი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საქართველო, ახალი ამბები
არაგვმა დუშეთის რაიონში რამდენიმე საწარმო დატბორა
19:08 29.06.2022 (განახლებულია: 22:23 29.06.2022) მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ძლიერი წვიმის შედეგად გაჩენილმა მეწყერმა და წყალდიდობამ დააზარალა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. უამინდობის შედეგად ადიდებული მდინარე არაგვის მიერ დატბორილი ბეტონის ქარხნისა და ხის გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცხოვრებლებს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა და წყალდიდობამ დიდი ზიანი მიაყენა. მაშველებს ტურისტების და ადგილობრივი მცხოვრებლების ვერტმფრენით უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა მოუწიათ. მეწყერს ერთი ტურისტი ემსხვერპლა.
„ზარალი ძალიან დიდია. თუ რამე იყო, წყალმა წაიღო ან გააფუჭა. ქარხანა ღამის 02:20 საათზე დაიტბორა. წყალმა კაშხალი დაანგრია და ყველაფერი წაიღო", – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქარხნის წარმომადგენელმა კობა აფციაურმა.
საწარმოს კიდევ ერთი წარმომადგენლის დავით აფციაურის თქმით, არცერთ შესაბამის სტრუქტურას ისინი არ გაუფრთხილებია მოსალოდნელი წყალდიდობის საფრთხის შესახებ.
„შიგნით ვერ შევდივართ, რადგან წყლის დონე მაღალია და რა ზარალია, ჯერ არ ვიცით. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა", – განაცხადა დავით აფციაურმა.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება ჰიდროელექტროსადგურზე წყლის ჩამკეტი ფარების გახსნას აპირებდა, მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის გაფრთხილება იყო საჭირო.
ხის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელების თქმით, წყალმა ხის მასალა წაიღო და ძვირადღირებული ტექნიკა დატბორა.
„ჩვენი საამქროები მთლიანად დატბორილია, ძვირადღირებული ტექნიკა გვაქვს და მთლიანად დატბორილია. წყალმა წაიღო თითქმის ყველა ნედლი ხე, რაც ჩვენ გადავამუშავეთ", – ამბობს არჩილ ჯამაგიძე.
საწარმოების ხელმძღვანელები ზარალის დათვლას და დასუფთავების სამუშაოების დაწყებას წყლის დონის დაწევის შემდეგ აპირებენ.