https://sputnik-georgia.com/20220628/zurabishvilma-princi-raiomondo-umberto-girsebis-medlit-daajildova-267951436.html
ზურაბიშვილმა პრინცი რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი დ’არაგონა ღირსების მედლით დააჯილდოვა
ზურაბიშვილმა პრინცი რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი დ’არაგონა ღირსების მედლით დააჯილდოვა
Sputnik საქართველო
89 წლის პრინცი რაიმონდო 2020 წლის მარტში კორონავირუსის ინფექციის გართულებით გარდაიცვალა. 28.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-28T15:16+0400
2022-06-28T15:16+0400
2022-06-28T20:48+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
იტალია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267944867_0:160:3073:1889_1920x0_80_0_0_ed21404e75848fb7cb59cc07f591f128.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვატიკანში სამუშაო ვიზიტის დროს პრინცი რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი დ’არაგონა (სიკვდილის შემდეგ) ღირსების მედლით დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„პრინცმა რაიმონდო ორსინიმ დიდი წვლილი შეიტანა, განამტკიცა და გააძლიერა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობები. ამ და კიდევ ბევრი საპატიო და ღირსშესანიშნავი მიზეზის გამო გადავცემ მის ორდენს მეუღლესა და შვილებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.დაჯილდოების ცერემონია იტალიაში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა. პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო გადასცა პრინცის მეუღლეს, საქართველოს ელჩს ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს და მათ შვილებს - ლელიოს, ლუიზას და დოროთეას.პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პრინცი რაიმონდო იყო რომში ერთ-ერთი პირველი საქველმოქმედო და კულტურული ორგანიზაცია „წმინდა გიორგის ფარის“ დამფუძნებელი.საქართველოს ელჩმა ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მისი მეუღლის საქმიანობის დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ მისი ოჯახი უკვე 30 წელია აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.89 წლის პრინცი რაიმონდო 2020 წლის მარტში კორონავირუსის ინფექციის გართულებით გარდაიცვალა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267944867_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_63e8c660c59fec4a67a2e3cb2fcb60ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
ზურაბიშვილმა პრინცი რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი დ’არაგონა ღირსების მედლით დააჯილდოვა
15:16 28.06.2022 (განახლებულია: 20:48 28.06.2022) 89 წლის პრინცი რაიმონდო 2020 წლის მარტში კორონავირუსის ინფექციის გართულებით გარდაიცვალა.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვატიკანში სამუშაო ვიზიტის დროს პრინცი რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი დ’არაგონა (სიკვდილის შემდეგ) ღირსების მედლით დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„პრინცმა რაიმონდო ორსინიმ დიდი წვლილი შეიტანა, განამტკიცა და გააძლიერა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობები. ამ და კიდევ ბევრი საპატიო და ღირსშესანიშნავი მიზეზის გამო გადავცემ მის ორდენს მეუღლესა და შვილებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დაჯილდოების ცერემონია იტალიაში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა.
პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო გადასცა პრინცის მეუღლეს, საქართველოს ელჩს ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს და მათ შვილებს - ლელიოს, ლუიზას და დოროთეას.
„ეს ადამიანი ორი ერის ერთობას წარმოადგენდა. ეს გახლდათ ადამიანი, რომელმაც საქართველოს ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში დაიწყო საქველმოქედო საქმიანობა საქართველოს და თითოეული ქართველის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის
ცნობით, პრინცი რაიმონდო იყო რომში ერთ-ერთი პირველი საქველმოქმედო და კულტურული ორგანიზაცია „წმინდა გიორგის ფარის“ დამფუძნებელი.
საქართველოს ელჩმა ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მისი მეუღლის საქმიანობის დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ მისი ოჯახი უკვე 30 წელია აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.
89 წლის პრინცი რაიმონდო 2020 წლის მარტში კორონავირუსის ინფექციის გართულებით გარდაიცვალა.