„მუდმივად ტყუის“ - ხელისუფლება არახამიას „ნაცმოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
კობახიძის განცხადებით, არახამიას სერიოზულად აღქმა „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. უკრაინელი პოლიტიკოსი დავით არახამია მუდმივად ტყუილებს ავრცელებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არახამიას განცხადების კომენტარისას.
მანამდე უკრაინის რადის ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ („ხალხის მსახური“) თავმჯდომარემ დავით არახამიამ საქართველოს ხელისუფლებას კვლავ დასდო ბრალი, რომ ის რუსეთს ეხმარება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში. ამჯერად განცხადების საბაბი რუსული კომპანიის ბათუმის პორტში გამოჩენა გახდა.

„როდესაც შენს ქვეყანაში ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი გიკვდება და შენ ასეთი რაღაცებისთვის იცლი, ეს ყველაფერი შენს უსინდისობაზე მეტყველებს. გაირკვა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არახამია მუდმივად ტყუილს ავრცელებდა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, არახამიაზე რამე ფორმით სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ, თავის მხრივ, არახამია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში დაადანაშაულა.
„არახამია პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ფუნქციონირებს“, – განაცხადა მიქანაძემ.
დეპუტატის თქმით, არახამიას უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს დრო იმისთვის, რომ ვაშინგტონში ვიზიტის დროს სანქციების დაწესებას ითხოვდეს ბიძინა ივანიშვილისთვის.
უფრო ადრე დავით არახამიამ, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებზე კიევს წარმოადგენს, გერმანული მარშალის ფონდის ღონისძიებაზე ვაშინგტონს მოუწოდა ზომების მიღებისკენ, რათა რუსულმა კომპანიებმა ვერ შეძლონ ქართული ორგანიზაციების გამოყენება საერთაშორისო სანქციების თავიდან ასაცილებლად.
ყველა ახალი ამბავი
0