უკრაინელი ნაციონალისტები პრომორიეში თავიანთი სახელმწიფოს შექმნას გეგმავდნენ

© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშივლადივოსტოკი
ვლადივოსტოკი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. უკრაინელი ნაციონალისტები, რომლებიც 1930-იან წლებში საბჭოთა ძალაუფლებას იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაექცნენ, აქტიურად მუშაობდნენ დღევანდელი პრიმორიეს მხარეში საკუთარი სახელმწიფოს შესაქმენლად, წერს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, ეს ყოველივე პრიმორიეს მხარის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ პირველად განსაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა.
გამოქვეყნებულ მასალებს შორისაა უკვე თანამედროვე რუსეთის პირობებში დადგენილება, რომლის თანახმადაც შორეული აღმოსავლეთის უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერებს უარი ეთქვათ რეაბილიტაციაზე.
1945 წლის შემოდგომაზე, წითელი არმიის მიერ მანჯურიაში იაპონური ჯარების დამარცხების შემდეგ, საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვამ უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ოთხი აქტივისტი — იური როი, ივან შლენდიკი, ალექსანდრ ძიგარი და ნიკოლაი სამარსკი დააპატიმრა.
შემდგომი გამოძიებით დადგინდა, რომ 1934 წელს, იაპონიის მიერ მანჯურიის ტერიტორიების მიტაცების შემდეგ, იქ მცხოვრები უკრაინელი ნაციონალისტების ინიციატივით, ასევე ჰარბინში პოლონეთის საკონსულოს მონაწილეობითა მასთან არსებული საზოგადოება „პრომეთეს“ მონაწილეობით, ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „უკრაინის ნაციონალური კოლონია“ (უნკ) დაარსდა.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
უკრაინული ნაციონალიზმი: რუსეთი მანამდე გამოუქვეყნებელი მასალების პუბლიკაციას იწყებს
გამოძიების თანახმად, უნკ-ის მთავარი ამოცანა იყო აქტიური ბრძოლა სსრკ-ის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირისთვის უკრაინის ჩამორთმევისა მის ტერიტორიაზე ნაციონალისტური სახელმწიფოს შექმნა დედაქალაქით კიევში; ასევე საბჭოთა პრიმორიეს წართმევა და ამ ტერიტორიაზე უკრაინული ავტონომია „ზელიონი კლინის“ დაარსება.
უნკ ძირითადად პეტლიურას ბანდების ნარჩენებისგან და სამოქალაქო ომის დროს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი პირებისგან ჩამოყალიბდა. 1936-1939 წლებში, როის ხელმძღვანელობით, ამ მიზნით იქ ფართო პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო, კერძოდ, ბეჭდური გამოცემებით, მაგალიტად, ჟურნალით„ დალნი ვოსტოკი“.
გარდა ამისა, მანჯურიაში ანტისაბჭოთა საქმიანობის გააქტიურების მიზნით, უნკ-მა შექმნა ახალგაზრდული ანტისაბჭოთა ნაციონალისტური ორგანიზაცია „უკრაინის შორეულ აღმოსავლური სეჩა“, რომელიც საბჭოთა პრომორიეს ტერიტორიებზე უკრაინის ეროვნული სახელმწიფოს შექმნის იდეების მთავარი გამტარებელი გახდა. ამავე მიზნით, 1936-1937 წლებში უნკ-ას შეურთდნენ უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის ბერლინის ცენტრის წარმომადგენლები კორდა-ფიოდოროვი, მარკოვი და სხვები, რომლებმაც ხარბინში იაპონური სამხედრო მისიისა და ასევე როის დახმარებით, წამყვანი პოზიციები დაიკავეს კოლონიაში.
უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას მხარს უჭერდა აბვერი — ნაცისტური გერმანიის სამხედრო დაზვერვა. იაპონური სამხედრო მისიები ასევე სადაზვერვო ორგანოები იყო, რომლებიც სსრკ-ის შორეული აღმოსავლეთის მთავარ რეგიონებში სამუშაოდ შეიქმნა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა:
როი ხელმძღვანელობდა უნკ-ის ყველა პოლიტიკურ საქმიანობას სსრკ-ის წინააღმდეგ.
ძიგარი 1937 წელს მონაწილეობდა „უკრაინის შორეული აღმოსავლეთის სეჩის" შექმნაში, ხოლო 1944 წელს „უკრაინის ნაციონალური კოლონიის“ წინამძღოლთა საბჭოს წევრად აირჩიეს.
შლენდიკი უნკ-ას 1935 წელს შეუერთდა. 1936-1939 წლებში იყო მისი გამგეობის წევრი და კანცელარიის ხელმძღვანელი, ასევე ჟურნალ „დალნი ვოსტოკის“ ტექნიკური რედაქტორი.
სამარსკი 1934 წლიდან იყო უნკ-ის წევრი, ერთი წლის შემდეგ კი გამგეობის წევრი გახდა. 1937 წლიდან მუშაობდა როის პირად მდივნად, პარალელურად ხელმძღვანელობდა ჰეტმანელთა ჯგუფს. 1934 წლიდან იგი ასევე იყო უნკ-ის უხუცესთა საბჭოს წევრი და აქტიურად ეწეოდა ნაციონალისტურ საქმიანობას.
როის, ძიგარის, შლენდიკისა და სამარსკის დანაშაული დადასტურდა. სასამართლომ მათ ათ-ათი წელი მიუსაჯა ბანაკებში. უკვე თანამედროვე რუსეთის ეპოქაში მათ უარი ეთქვათ რეაბილიტაციაზე, როგორც სახელმწიფო დანაშაული ჩამდენებს პოლიტიკური მიზეზების გამო.
ყველა ახალი ამბავი
0