თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება

© photo: AFP 2020 / GEORGE MICHAELთემურ ქეცბაია
თემურ ქეცბაია - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
თემურ ქეცბაია ბერძენ სპეციალისტს ნიკოს კოსტენოღლუს შეცვლის. კონტრაქტის დეტალები ამ დროისათვის ცნობილი არ არის.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის საფეხბურთო ნაკრებს ჩაიბარებს. ინფორმაციას სხვადასხვა კვიპროსული გამოცემები ავრცელებენ.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 54 წლის ქართველი სპეციალისტის ეროვნულ ნაკრებში დანიშვნის გადაწყვეტილება ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო, და უახლოეს მომავალში ქეცბაია ბერძენ ნიკოს კოსტენოღლუს შეცვლის. კოსტენოღლუ დაკავებული თანამდებობიდან 27 ივნისს ოფიციალურად გაათავისუფლეს.
ცნობილია, რომ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 4 ივლისს არის დაგეგმილი და, სავარაუდოდ, ქართველი მწვრთნელის საკითხიც სწორედ ამ დღეს გადაწყდება.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქეცბაიასა და კვიპროსის ფედერაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც სხვა კლუბისგან უკეთესი შემოთავაზების შემთხვევაში ქართველ მწვრთნელს კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნება. შეთანხმების სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
თემურ ქეცბაია ბოლოს კვიპროსის „ანორთოსისს“ წვრთნიდა. 54 წლის ქართველმა გუნდს 2005 და 2008 წლებში კვიპროსის ჩემპიონატი მოაგებინა, 2007 და 2021 წლებში კვიპროსის თასი, ხოლო 2007 წელს კვიპროსის სუპერთასი.
აღსანიშნავია, რომ კვიპროსის ეროვნულმა ნაკრებმა ივნისში ერთა ლიგის C დივიზიონში 4 ტურში მხოლოდ 2 ქულა დააგროვა (ორი ფრე ჩრდილოეთ ირლანდიასთან, წაგება კოსოვოსთან და საბერძნეთთან).
ყველა ახალი ამბავი
0