თბილისის სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები დაასახელეს

© Pixabay / PublicDomainPicturesრეტრო კინოკამერა
რეტრო კინოკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში გამართული საკონკურსო კინოპროგრამის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში" გაიმართა.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. თბილისის XIV საერთაშორისო სტუდენტურმა კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 21-27 ივნისის პერიოდში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონია კინოთეატრ „ამირანში“ შედგა.
კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა 31 ფილმი 19 ქვეყნიდან: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბელგია, ჩილე, არგენტინა, ხორვატია, ირანი, ისრაელი, გერმანია, ჩინეთი, რუმინეთი, ბრაზილია, ავსტრია.
საკონკურსო კინოპროგრამის ოფიციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციებში:
საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Lesser of two Evils - Hungary / Budapest Metropolitan University - Máté Horesnyi;
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Give me Souls, Slovakia / VSMU - Matúš Ďuraňa;
საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - Ordinary, Israel / Sam Spiegel School - Gil Fermon;
საუკეთესო რეჟისურა - The Disappearance of Janusz Klarner, Poland / Łódź School - Franciszek Barbeka;
ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი - What's for Dinner, Poland / FAMU - Maja Górczak;
გრან-პრი - Headfish, Poland / Łódź School - Jakub Prisak.
სტუდენტური ჟიურის რჩეული კი გახდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - 0.2 Milligrams of Gold - Belgium / Doc Nomads - Diego Quinderé de Carvalho.
უწყების ცნობით, გამარჯვებულებს TISFF 2022-ის პარტნიორის, საიუველირო კომპანია „ზარაფხანის“ მიერ სპეციალურად კინოფესტივალისთვის დამზადებული ჯილდოები გადაეცემათ.
გარდა ამისა, კინოფესტივალის ფარგლებში, 25, 26 და 27 ივნისს ინდუსტრიული პროექტი „ფიჩინგ ფორუმი“ - პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი ჩატარდა.
2022 წლის „ფიჩინგ ფორუმის“ გამარჯვებულები არიან:
I ადგილი - „მე გრეტა“ - რეჟისორი მირანდა ნამიჭეიშვილი
II ადგილი - Disposable - რეჟისორი ლუკა ბერაძე
III ადგილი - „მკვდრების ზღვა“ - რეჟისორი ანა კვიჭიძე.
ღონისძიება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხისა“ და კინოთეატრ „ამირანის“ მხარდაჭერით.
ყველა ახალი ამბავი
0