https://sputnik-georgia.com/20220628/saqartvelos-premier-ministri-iubiles-arnisnavs-da-milocvebs-irebs-267965498.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იუბილეს აღნიშნავს და მილოცვებს იღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იუბილეს აღნიშნავს და მილოცვებს იღებს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაურს დღეს 40 წელი შეუსრულდა
2022-06-28T19:19+0400
2022-06-28T19:19+0400
2022-06-28T22:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
კავკასია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425487_0:148:1280:868_1920x0_80_0_0_5c563ad2e17fb6375dfe651862f468d2.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღეს მეზობელი ქვეყნების ლიდერები ულოცავენ.28 ივნისს საქართველოს მთავრობის მეთაურს 40 წელი შეუსრულდა.ღარიბაშვილს დაბადების დღე სომეხმა კოლეგამ ნიკოლ ფაშინიანმა მიულოცა. მილოცვაში, რომელიც სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის პრეს-სამსახურმა გაავრცელა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მათ მჭიდრო ურთიერთგაგება აკავშირებთ.მან აღნიშნა, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. ფაშინიანმა ღარიბაშვილს ჯანმრთელობა, ბედნიერება და შემდგომი წარმატებები უსურვა მის მნიშვნელოვან მისიაში.საქართველოს პრემიერ-მინისტრს იუბილე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც მიულოცა. სახელმწიფოს მეთაურმა ღარიბაშვილს მის საქმიანობაში წარმატებები და ჯანმრთელობა უსურვა.თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყურადღებისა და მოლოცვისთვის.სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, კმაყოფილია ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების წარმატებული განვითარებით.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კავშირების შემდგომი გაღრმავების მტკიცე რწმენა გამოთქვეს.საუბრისას ასევე გაიმართა აზრთა ურთიერთგაზიარება ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე და სხვა საკითხებზე, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425487_142:133:1125:870_1920x0_80_0_0_24f2ff4e9412cd6f082444402d2bfa74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუბილე მილოცვები ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანი
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუბილე მილოცვები ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იუბილეს აღნიშნავს და მილოცვებს იღებს
19:19 28.06.2022 (განახლებულია: 22:08 28.06.2022) საქართველოს მთავრობის მეთაურს დღეს 40 წელი შეუსრულდა.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღეს მეზობელი ქვეყნების ლიდერები ულოცავენ.
28 ივნისს საქართველოს მთავრობის მეთაურს 40 წელი შეუსრულდა.
ღარიბაშვილს დაბადების დღე სომეხმა კოლეგამ ნიკოლ ფაშინიანმა მიულოცა. მილოცვაში, რომელიც სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის პრეს-სამსახურმა გაავრცელა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მათ მჭიდრო ურთიერთგაგება აკავშირებთ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის მჭიდრო ურთიერთგაგება საუკეთესოდ შეუწყობს ხელს ურთიერთობების უფრო თანმიმდევრულ განმტკიცებასა და გაღრმავებას“, – ნათქვამია ფაშინიანის გზავნილში.
მან აღნიშნა, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. ფაშინიანმა ღარიბაშვილს ჯანმრთელობა, ბედნიერება და შემდგომი წარმატებები უსურვა მის მნიშვნელოვან მისიაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს იუბილე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც მიულოცა. სახელმწიფოს მეთაურმა ღარიბაშვილს მის საქმიანობაში წარმატებები და ჯანმრთელობა უსურვა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყურადღებისა და მოლოცვისთვის.
სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, კმაყოფილია ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების წარმატებული განვითარებით.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კავშირების შემდგომი გაღრმავების მტკიცე რწმენა გამოთქვეს.
საუბრისას ასევე გაიმართა აზრთა ურთიერთგაზიარება ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე და სხვა საკითხებზე, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს.