როგორ იცვლებოდა საშუალო ხელფასი საქართველოში: 2017-2022

გამოწერა
საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულების საშუალო ხელფასი თვეში 15,1%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1.446,5 ლარი შეადგინა.
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს, თუ როგორ იცვლებოდა საშუალო ხელფასის ოდენობა 2017-2022 წლების პირველი კვარტლის პერიოდში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქმიანობის მხრივ ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი თვეში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 3.037,5 ლარი (წლიური ზრდა 24,1%)
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2.339,9 (+8,3%)
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა – 1.963,5 (+9,1%)
სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1.900,0 ლარი (+15,9%).
საქართველოში ყველა პირი, ვინც ხელფასს იღებს, 20%-ის ოდენობით საშემოსავლო გადასახადს იხდის. გარდა ამისა, დასაქმებულების უმეტესობა, ხოლო 40 წლამდე პირები – აუცილებლად, საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ს რიცხავენ.
ყველა ახალი ამბავი
0