https://sputnik-georgia.com/20220628/meriam-puskinis-skveris-reabilitacia-daiwyo-267957883.html
თბილისის მერიამ პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიამ პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
სკვერის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 800.000 ლარია გამოყოფილი. მისი დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. 28.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-28T18:31+0400
2022-06-28T18:31+0400
2022-06-28T21:53+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23801/05/238010558_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_9daec46aeb4daf39f9ea28eaac84de25.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. დედაქალაქის მერიამ თავისუფლების მოედანზე მდებარე პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა გამწვანებული სივრცეები და შეიცვლება არსებული გამწვანებული თარგების გეგმარება, ასევე მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება ბალახის საფარი. განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება პარკისთვის აუცილებელი სხვადასხვა ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა და დამატებით დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.მისი თქმით, დედაქალაქის მერიას მომავალ წელს რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება აქვს დაგეგმილი.პუშკინის სკვერის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარია გამოყოფილი. მისი დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23801/05/238010558_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_e0265a13ce45610ebeb19e32550a77b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
თბილისის მერიამ პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
18:31 28.06.2022 (განახლებულია: 21:53 28.06.2022) სკვერის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 800.000 ლარია გამოყოფილი. მისი დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. დედაქალაქის მერიამ თავისუფლების მოედანზე მდებარე პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა გამწვანებული სივრცეები და შეიცვლება არსებული გამწვანებული თარგების გეგმარება, ასევე მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება ბალახის საფარი. განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება პარკისთვის აუცილებელი სხვადასხვა ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა და დამატებით დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
„არსებული სივრცე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რადგანაც პუშკინის სკვერი ერთ-ერთი ცენტრალური სივრცეა თავისუფლების მოედანზე, ესეც იქნება ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მერიას მომავალ წელს რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება აქვს დაგეგმილი.
პუშკინის სკვერის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარია გამოყოფილი. მისი დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება.