https://sputnik-georgia.com/20220628/marika-txelidze-qartuli-ocnebis-deputati-267938363.html
მარიკა თხელიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატისგან შვილს ელოდება - წყვილმა ბავშვის სქესი გაიგო
მარიკა თხელიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატისგან შვილს ელოდება - წყვილმა ბავშვის სქესი გაიგო
Sputnik საქართველო
ცნობილი ქართველი მომღერალი მეორედ გასული წლის ივლისში გათხოვდა. 28.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-28T11:00+0400
2022-06-28T11:00+0400
2022-06-28T16:08+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0f/251173503_0:20:1001:583_1920x0_80_0_0_780129256c0b1d5cba221cc49ddbc930.jpg
ყველასთვის ცნობილი მომღერალი მეორე შვილს ელოდება. მისმა მეგობრებმა ნინი ქარსელაძემ და თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში მარიკას და მისი მეუღლის ვიდეო გაავრცელეს, სადაც წყვილმა ბავშვის სქესის შესახებ საზეიმო ვითარებაში შეიტყო.მარიკა თხელიძემ და გიორგი მანველიძემ ქორწილი გასული წლის ივლისში ბათუმში გადაიხადეს. მომღერალი საყვარელი ადამიანის გამო აჭარაში ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მისი რჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია.მარიკასა და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა თავიდან დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს. ხელის მოწერის ცერემონია ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა.მარიკა თხელიძეს პირველი ქორწინებიდან 5 წლის ნიკოლოზი ჰყავს. პირველ ქორწინებაში იყო გიორგი მანველიძეც. როგორც მის დეკლარაციაში ვკითხულობთ, პოლიტიკოსის მეუღლე იყო ხატია კომახიძე. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს, 14 წლის რეზო და 9 წლის ბარბარე მანველიძეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0f/251173503_0:0:1001:751_1920x0_80_0_0_cd663c43683a1bf651bde89eb4ed20d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
მარიკა თხელიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატისგან შვილს ელოდება - წყვილმა ბავშვის სქესი გაიგო
11:00 28.06.2022 (განახლებულია: 16:08 28.06.2022) ცნობილი ქართველი მომღერალი მეორედ გასული წლის ივლისში გათხოვდა.
ყველასთვის ცნობილი მომღერალი მეორე შვილს ელოდება. მისმა მეგობრებმა ნინი ქარსელაძემ და თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში მარიკას და მისი მეუღლის ვიდეო გაავრცელეს, სადაც წყვილმა ბავშვის სქესის შესახებ საზეიმო ვითარებაში შეიტყო.
მარიკა თხელიძემ და გიორგი მანველიძემ ქორწილი გასული წლის ივლისში ბათუმში გადაიხადეს. მომღერალი საყვარელი ადამიანის გამო აჭარაში ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მისი რჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია.
მარიკასა და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა თავიდან დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს. ხელის მოწერის ცერემონია ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა.
მარიკა თხელიძეს პირველი ქორწინებიდან 5 წლის ნიკოლოზი ჰყავს. პირველ ქორწინებაში იყო გიორგი მანველიძეც. როგორც მის დეკლარაციაში ვკითხულობთ, პოლიტიკოსის მეუღლე იყო ხატია კომახიძე. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს, 14 წლის რეზო და 9 წლის ბარბარე მანველიძეები.