„აზრი ეკარგება ყველაფერს“ - კალაძე სკვერებში დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსკვერი აბანოთუბანში
სკვერი აბანოთუბანში - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
ხშირ შემთხვევაში ინფრასტრუქტურას არასრულწლოვნები აზიანებენ.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ახლადრეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურას, რომლის მოწყობაშიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დიდი თანხები იხარჯება, მიზანმიმართულად აზიანებენ.
თბილისის მერიამ ვიდეოკოლაჟიც გაავრცელა, რომელშიც დედაქალაქის ერთ-ერთ სკვერში დაფიქსირებული ვანდალიზმის შემთხვევაა ასახული.

„თუ რეაბილიტირებულ პარკებს, სკვერებს დავაზიანებთ, საპარკო ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, არაფერი არ გამოვა, აზრი ეკარგება ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განცხადებით, ხშირ შემთხვევაში ინფრასტრუქტურას არასრულწლოვნები აზიანებენ, უფროსები კი ამას გულგრილად უყურებენ.
თბილისის მერმა საზოგადოებას აღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ მეტი თანადგომისკენ მოუწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0