მათი ეცოლუცია ზოგ შემთხვევაში მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგალითად, მიანმარში გასულ წელს აღმოაჩინეს ქარვაში განამარხებული მანათობელი ხოჭო, რომლის ასაკი 99 მილიონი წელია.ბიოლუმინისცენციის შესაძლებლობის მქონე ყველაზე პატარა ორგანიზმები არიან ერთუჯრედიანები. ბიოლუმინისცენცია არის ქიმიური და ფიზიკური პროცესი, რომლის დროსაც გარეგანი გამაღიზიანებლების ზემოქმედებით მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, რა დროსაც იწყება სინათლის გამოყოფა.
ღამით სინათლე მხოლოდ ცაზე როდი ჩანს – დედამიწაზე მილიარდობით ორგანიზმია, რომელიც სინათლეს ასხივებს.
მათი ეცოლუცია ზოგ შემთხვევაში მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგალითად, მიანმარში გასულ წელს აღმოაჩინეს ქარვაში განამარხებული მანათობელი ხოჭო, რომლის ასაკი 99 მილიონი წელია.
ბიოლუმინისცენციის შესაძლებლობის მქონე ყველაზე პატარა ორგანიზმები არიან ერთუჯრედიანები.
ბიოლუმინისცენცია არის ქიმიური და ფიზიკური პროცესი, რომლის დროსაც გარეგანი გამაღიზიანებლების ზემოქმედებით მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, რა დროსაც იწყება სინათლის გამოყოფა.
ადრე მიიჩნეოდა, რომ ბიოლუმინისცენცია მხოლოდ გარკვეული ტიპის მწერების ჭუპრებს ახასიათებდა და ეს მტაცებლების დასაფრთხობად სჭირდებოდათ, თუმცა კვლევებმა სხვა პასუხი მოგვცა
ცოტა ხნის წინ მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა გარკვეული კანონზომიერებები, რომლებიც ნათებასთან არის კავშირში. მაგალითად, ლუმინესცენციის ფერი დამოკიდებულია პროცესში მონაწილე ერთ-ერთი ფერმენტის ფორმულაზე. მეცნიერებმა ასე შეძლეს სოკოების ნათების ფერის შეცვლა. აღსანიშნავია, რომ ბუნებაში, ლურჯი და მწვანე ფერების გარდა, გვხვდება წითელი და ნარინჯისფერი სოკოებიც
ბიოლუმინესცენციური სისტემები განსაკუთრებულია იმით, რომ ისინი არ მიყვებოდნენ ევოლუციას და დამოუკიდებლად ყალიბდებოდნენ. ცნობილია დაახლოებით 30 მექანიზმი, რომლებიც უზრუნველყოფენ სინათლის გამოყოფას
Pyrosome არის ცილინდრული ან კონუსისებრი კოლონა, რომლის სიგრძეც შეიძლება 18 მეტრს აღწევდეს. ის შედგება ათასობით ორგანიზმისგან. კოლონა შეიძლება იყოს 1 სანტიმეტრის სიგრძის, ან რამდენიმე მეტრის. მათ „ზღვის კიტრსაც“ უწოდებენ