მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

G7-ის წევრები რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ

© AP Photo / Kenny HolstonG7-ის სამიტი
G7-ის სამიტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ივნისი − Sputnik. მსოფლიო ეკონომიკების „დიდი შვიდეული“ (G7) შეთანხმდა, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე ზღვრული ფასის დაწესების მიზნით მესამე ქვეყნებთან გამართავენ კონსულტაციებს, იუწყება სააგენტო Reuters.

„ვიწვევთ ყველა თანამოაზრე ქვეყანას, ჩვენს ქმედებებთან შემოერთების შესაძლებლობის განსახილველად“, − ნათქვამია G7-ის ლიდერთა კომუნიკეში.

გავრცელებული ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების − დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, კანადის, აშშ-ის, საფრანგეთისა და იაპონიის ლიდერებმა უკვე დაავალეს თავიანთ მინისტრებს, შეისწავლონ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესების მექანიზმები.
როგორც სააგენტო წერს, G7-ს რუსეთის შემოსავლების შემცირება სურს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე.
„დიდი შვიდეული“ ფასების შეზღუდვით აპირებს ხელი შეუშალოს მოსკოვს მოგების მიღებაში უკრაინაში შეჭრის შემდეგ. <...> ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეუმცირებს რესურსებს ომის საწარმოებლად და ამასთან მსოფლიო ნავთობბაზრებზე მიწოდებების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას გაზრდის“, − განუცხადა სააგენტოს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა წყარომ.
ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტი ავალდებულებს ევროპულ ქვეყნებს, უარი თქვან რუსული ნავთობის იმპორტზე თანდათან ექვსი თვის განმავლობაში, ნავთობპროდუქტებზე კი რვა თვის განმავლობაში. იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი დაჟინებით მოითხოვს გაზზე ზღვრული ფასების დაწესებას.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0