https://sputnik-georgia.com/20220628/ben-afleki-10-wlis-vaji-267948073.html
ბენ აფლეკის 10 წლის ვაჟმა მომავალი დედინაცვალი „ლამბორჯინით“ ავარიაში მოაყოლა - ვიდეო
ბენ აფლეკის 10 წლის ვაჟმა მომავალი დედინაცვალი „ლამბორჯინით“ ავარიაში მოაყოლა - ვიდეო
Sputnik საქართველო
მსახიობი ბენ აფლეკი 10 წლის ვაჟთან სამუელთან და ჯენიფერ ლოპესთან ერთად ძვირადღირებული მანქანების გაქირავების კომპანიაში... 28.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-28T17:58+0400
2022-06-28T17:58+0400
2022-06-28T21:47+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259546559_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_78dac4e66a8c7b301fd3ac497e86822c.jpg
მსახიობი ბენ აფლეკი 10 წლის ვაჟთან სამუელთან და ჯენიფერ ლოპესთან ერთად ძვირადღირებული მანქანების გაქირავების კომპანიაში იმყოფებოდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.ყვითელი „ლამბორჯინის“ საჭესთან აფლეკის ათი წლის შვილი დაჯდა და ის სხვა მანქანას შეეჯახა. ბენმა ვაჟს ნება დართო ძვირადღირებული მანქანის საჭესთან დამჯდარიყო.„ლამბორჯინი ურუსის“ ფასი 230.000 დოლარიდან იწყება, ხოლო გასაქირავებელი დღიური ფასი 1.500 დოლარია. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მანქანა თეთრ BMW-ს დაეჯახა. ინციდენტის შემდეგ ბენ აფლეკმა შვილი ანუგეშა და დაამშვიდა.აფლეკის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო TMZ-ს განუცხადა, რომ ავტომობილები არ დაზიანებულა. „არავინ დაშავებულა და ყველა და ყველაფერი კარგადაა. ისინი კმაყოფილები ჩანდნენ და მანქანების თვალიერება ბედნიერად განაგრძეს. ჩვენი კომპანიისთვის პატივი იქნება, თუ ვარსკვლავები კიდევ გვეწვევიან“, – თქვა, თავის მხრივ, გაქირავების კომპანიის წარმომადგენელმა.ოსკარის მფლობელ ბენ აფლეკს ყოფილ მეუღლე ჯენიფერ გარნერთან სამი საერთო შვილი ჰყავს, 10 წლის სამუელის გარდა, მათ კიდევ ორი - 13 და 16 წლის ქალიშვილები ჰყავთ, სერაფინა და ვაიოლეტი.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259546559_182:0:2913:2048_1920x0_80_0_0_21c09a6912e8672ff03d5e6580f6f8c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, აშშ
მსახიობი ბენ აფლეკი 10 წლის ვაჟთან სამუელთან და ჯენიფერ ლოპესთან ერთად ძვირადღირებული მანქანების გაქირავების კომპანიაში იმყოფებოდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.
ყვითელი „ლამბორჯინის“ საჭესთან აფლეკის ათი წლის შვილი დაჯდა და ის სხვა მანქანას შეეჯახა. ბენმა ვაჟს ნება დართო ძვირადღირებული მანქანის საჭესთან დამჯდარიყო.
„ლამბორჯინი ურუსის“ ფასი 230.000 დოლარიდან იწყება, ხოლო გასაქირავებელი დღიური ფასი 1.500 დოლარია. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მანქანა თეთრ BMW-ს დაეჯახა. ინციდენტის შემდეგ ბენ აფლეკმა შვილი ანუგეშა და დაამშვიდა.
აფლეკის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო TMZ-ს განუცხადა, რომ ავტომობილები არ დაზიანებულა.
„არავინ დაშავებულა და ყველა და ყველაფერი კარგადაა. ისინი კმაყოფილები ჩანდნენ და მანქანების თვალიერება ბედნიერად განაგრძეს. ჩვენი კომპანიისთვის პატივი იქნება, თუ ვარსკვლავები კიდევ გვეწვევიან“, – თქვა, თავის მხრივ, გაქირავების კომპანიის წარმომადგენელმა.
ოსკარის მფლობელ ბენ აფლეკს ყოფილ მეუღლე ჯენიფერ გარნერთან სამი საერთო შვილი ჰყავს, 10 წლის სამუელის გარდა, მათ კიდევ ორი - 13 და 16 წლის ქალიშვილები ჰყავთ, სერაფინა და ვაიოლეტი.