ანსამბლი „დიდგორი" შვეიცარიელი მსმენელის წინაშე წარდგება

© courtesy of Didgori Choirანსამბლი „დიდგორი"
ანსამბლი „დიდგორი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
„დიდგორმა“ ობვალდის ფესტივალში 2017 წელსაც მიიღო მონაწილეობა.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. მგალობელ მომღერალთა გუნდი „დიდგორი” და მომღერალი მარი ხაჩიძე დღეს შვეიცარიაში მიემგზავრებიან, სადაც ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ Volkskulturfest Obwald-ში მიიღებენ მონაწილეობას, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ფოლკლორული მუსიკის რიგით მე-16 ფესტივალი (Volkskulturfest) ობვალდენის კანტონში, გისვილის მუნიციპალიტეტში 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გაიმართება. აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობას 15 წლის განმავლობაში გამორჩეული მუსიკოსები და ანსამბლები იღებენ.
ფესტივალში ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობენ მუსიკოსები მონღოლეთიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან.
© courtesy of Didgori Choirგუნდი „დიდგორი”
Грузинский хор Дидгори - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გუნდი „დიდგორი”
მგალობელ მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს შეიქმნა. მისი დებიუტი 2006 წელს შედგა. „დიდგორის“ საშემსრულებლო სტილი ტრადიციულია და საზრდოობს საარქივო ჩანაწერებით, ანსამბლი ეძებს და აღადგენს ძველ ოსტატთა ნამღერ ვარიანტებს.
2012 წლიდან ანსამბლი პროექტის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ფარგლებში მართავს კონცერტებს რეგიონების ადგილობრივ მომღერლებთან ერთად.
ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ნომინაციაში ახალი თაობა „დიდგორს“ გადაეცა ფონდ ქართული გალობის ჯილდო და სიგელი (2015). ანსამბლი 2015-2016 წლებში საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე პირველ ადგილზე გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0