https://sputnik-georgia.com/20220627/tbilisi-praidis-mowinaardegeebma-tbilissi-saprotesto-aqcia-daaanonses-267920170.html
„პრაიდის კვირეულის“ მოწინააღმდეგეებმა თბილისში საპროტესტოა აქცია დააანონსეს
„პრაიდის კვირეულის“ მოწინააღმდეგეებმა თბილისში საპროტესტოა აქცია დააანონსეს
Sputnik საქართველო
კონსერვატიული და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები „პრაიდის კვირეულის“ ღონისძიების ჩაშლის პირობას დებენ. 27.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-27T18:52+0400
2022-06-27T18:52+0400
2022-06-27T21:24+0400
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252215338_38:214:1173:853_1920x0_80_0_0_d31e636ef24a4eee96834841b6444a2c.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ორგანიზაციების „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა Tbilisi Pride Week-თან („თბილისი–პრაიდის კვირეული“) დაკავშირებით 2 ივლისს პარლამენტის შენობასთან კონტრაქცია დააანონსეს.Tbilisi Pride Week-ის ჩატარება საქართველოში 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პერიოდშია დაგეგმილი. ლგბტ–საზოგადოების წარმომადგენლები დახურულ ფორმატში რამდენიმე ღონისძიების გამართვას აპირებენ – ფილმების ჩვენებას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას და ფესტივალს. კონსერვატიული და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ღონისძიებების ჩაშლით იმუქრებიან.ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი თანხას აგროვებენ, რათა დედაქალაქში რეგიონებიდან ჩამოიყვანონ ადამიანები. ამ მიზნით ქვეყნის რამდენიმე ბანკში ანგარიშები გახსნეს.ამავე დროს, შსს-ში განაცხადეს, რომ ისინი უზრუნველყოფენ Tbilisi Pride Week-ის უსაფრთხო ჩატარებას.უფრო ადრე „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ ფილმის ჩვენების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებს.თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი–პრაიდში“ განაცხადეს, რომ წელს უარს ამბობენ ე.წ. ღირსების მარშის ჩატარებაზე. ორგანიზაციაში განმარტეს, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი სივრცე და შესაძლებლობები.„ღირსების მარში“ Tbilisi Pride Week-ის ფარგლებში თბილისში 2021 წლის ივლისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იმ დღის დილა კონტრაქციით დაიწყო. „თბილისი–პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა კი მასმედიის წარმომადგენლებზე იძალადეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვისაც მიკროფონით ან კამერით ხედავდნენ.იმ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. პოლიციელებმა 27 ადამიანი დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252215338_231:196:1107:853_1920x0_80_0_0_0b0db8b61da3033f378336ed44d56b85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
„პრაიდის კვირეულის“ მოწინააღმდეგეებმა თბილისში საპროტესტოა აქცია დააანონსეს
18:52 27.06.2022 (განახლებულია: 21:24 27.06.2022) კონსერვატიული და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები „პრაიდის კვირეულის“ ღონისძიების ჩაშლის პირობას დებენ.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ორგანიზაციების „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა Tbilisi Pride Week-თან („თბილისი–პრაიდის კვირეული“) დაკავშირებით 2 ივლისს პარლამენტის შენობასთან კონტრაქცია დააანონსეს.
Tbilisi Pride Week-ის ჩატარება საქართველოში 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პერიოდშია დაგეგმილი. ლგბტ–საზოგადოების წარმომადგენლები დახურულ ფორმატში რამდენიმე ღონისძიების გამართვას აპირებენ – ფილმების ჩვენებას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას და ფესტივალს. კონსერვატიული და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ღონისძიებების ჩაშლით იმუქრებიან.
ვიწყებთ უპრეცედენტო მობილიზაციას გეი–ფესტივალის წინააღმდეგ, ნათქვამია კონტრაქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი თანხას აგროვებენ, რათა დედაქალაქში რეგიონებიდან ჩამოიყვანონ ადამიანები. ამ მიზნით ქვეყნის რამდენიმე ბანკში ანგარიშები გახსნეს.
ამავე დროს, შსს-ში განაცხადეს, რომ ისინი უზრუნველყოფენ Tbilisi Pride Week-ის უსაფრთხო ჩატარებას.
უფრო ადრე „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ ფილმის ჩვენების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებს.
თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი–პრაიდში“ განაცხადეს, რომ წელს უარს ამბობენ ე.წ. ღირსების მარშის ჩატარებაზე. ორგანიზაციაში განმარტეს, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი სივრცე და შესაძლებლობები.
„ღირსების მარში“ Tbilisi Pride Week-ის ფარგლებში თბილისში 2021 წლის ივლისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იმ დღის დილა კონტრაქციით დაიწყო. „თბილისი–პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა კი მასმედიის წარმომადგენლებზე იძალადეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვისაც მიკროფონით ან კამერით ხედავდნენ.
იმ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. პოლიციელებმა 27 ადამიანი დააკავეს.