საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიწყალბურთი
წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
ახლა საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს და იაპონიის ნაკრებს შეხვდება.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიის ნაკრებთან 7:13 დამარცხდა და ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ვერ გავიდა.
ახლა საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს და იაპონიის ნაკრებს შეხვდება, ხორვატები კი სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი მინიმალური სხვაობით 3:4 წააგო, თუმცა შეხვედრის ბოლოს ოლიმპიური ჩემპიონების უპირატესობა უკვე თვალშისაცემი იყო.
ქართველი წყალბურთელები იაპონიას 29 ივნისს დაუპირისპირდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0