https://sputnik-georgia.com/20220627/saeklesio-kalendari-27-ivnisi-267882437.html
საეკლესიო კალენდარი: 27 ივნისი
საეკლესიო კალენდარი: 27 ივნისი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ივნისს ელისე წინასწარმეტყველის და მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. 27.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-27T09:00+0400
2022-06-27T09:00+0400
2022-06-27T10:29+0400
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24480/16/244801677_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_a7db6453c3b7ea1ebdb81f12facf7fb9.jpg
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.ელისე წინასწარმეტყველიელისე იყო ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი. რომელიც ცხოვრობდა ჩვ. წ-მდე IX საუკუნეში. ელისე იყო აბელ-მეოლას საფატის შვილი, ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე მას შემდგომ, რაც უფალმა ელია ცეცხლოვანი ეტლით აიტაცა ზეცად, ელისე გახდა წინასწარმეტყველთა ვაჟების წინამძღოლი. უფლისადმი უზომო სიყვარულითა და სათნოებით მან მალევე გაითქვა სახელი ისრაელში. 60 წლის მანძილზე (ჩვ. წ-მდე 892-832 წწ.) იგი ატარებდა ”ისრაელის წინასწარმეტყველის” ტიტულს, უშიშრად ამხელდა ისრაელის მეფეების: აქაბის და იოსიას უსჯულოებასა და კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილებას.მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქიწმიდა მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი მდიდარი სიცილიელების ვაჟი იყო.ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში, ნიკიფორე პატრიარქის მღვდელმთავრობისას მეთოდეს იმპერატორის კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ პატრიარქმა იგი რომში გაგზავნა, პაპთან შესახვედრად. წმიდანს მობრუნება დაუგვიანდა, ამასობაში კი იმპერატორმა ნიკიფორე ტახტიდან ჩამოაგდო და მწყემსმთავრად ხატმბრძოლი თეოდოტე მილისინელი (815-822) დაადგინა.ლეონ სომეხის სიკვდილის შემდეგ მეთოდე დაბრუნდა კონსტანტინეპოლში და ხუცესის ხარისხში დაუცხრომლად იბრძოდა მწვალებელთა წინააღმდეგ.იმპერატორმა თეოფილე (829-842) არაბებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, წმიდა მეთოდეს რისხვა დაატეხა თავს, ის ამტკიცებდა, „კერპთაყვანისმცემლის“ (ასე უწოდებდნენ მწვალებლები ხატთაყვანისმცემლებს) დაახლოებისთვის დამსაჯაო ღმერთმა.წმიდა მეთოდე კუნძულ ატიგონზე გადაასახლეს და ორ ავაზაკთან ერთად ღრმა გამოქვაბულში გამოამწყვდიეს. ამ ბნელ მღვიმეში, სადაც მზის სხივიც კი ვერ აღწევდა, 7 წელი, იმპერატორ თეოფილეს აღსასრულამდე, იტანჯებოდა ნეტარი მამა.თეოფილეს შემდეგ მისი ძე, მიხეილ III (842-867) გამეფდა, მაგრამ ტახტის მემკვიდრის არასრულწლოვანების გამო ქვეყანას, ფაქტიურად, მისი დედა, ხატთაყვანისმცემელი დედოფალი თეოდორა განაგებდა. მან გაანთავისუფლა მართლმადიდებლობის დაცვისთვის დატყვევებული ქრისტიანები, განდევნა ერეტიკოსი პატრიარქი ანიუსი, მის ნაცვლად კი წმიდა მეთოდე აირჩიეს.842 წელს, კონსტანტინეპოლში მეთოდეს თავმჯდომარეობით მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც აღადგინა ხატთა თაყვანისცემა და დაადგინა, ყოველწლიურად აღენიშნათ მართლმადიდებლობის ზეიმი.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20220626/saeklesio-kalendari-26-ivnisi-267855301.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24480/16/244801677_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f09ba867ab89860ca03e63c3b4ccce39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 27 ივნისი
09:00 27.06.2022 (განახლებულია: 10:29 27.06.2022) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ივნისს ელისე წინასწარმეტყველის და მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ელისე იყო ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი. რომელიც ცხოვრობდა ჩვ. წ-მდე IX საუკუნეში. ელისე იყო აბელ-მეოლას საფატის შვილი, ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე მას შემდგომ, რაც უფალმა ელია ცეცხლოვანი ეტლით აიტაცა ზეცად, ელისე გახდა წინასწარმეტყველთა ვაჟების წინამძღოლი. უფლისადმი უზომო სიყვარულითა და სათნოებით მან მალევე გაითქვა სახელი ისრაელში. 60 წლის მანძილზე (ჩვ. წ-მდე 892-832 წწ.) იგი ატარებდა ”ისრაელის წინასწარმეტყველის” ტიტულს, უშიშრად ამხელდა ისრაელის მეფეების: აქაბის და იოსიას უსჯულოებასა და კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილებას.
მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი
წმიდა მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი მდიდარი სიცილიელების ვაჟი იყო.
ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში, ნიკიფორე პატრიარქის მღვდელმთავრობისას მეთოდეს იმპერატორის კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ პატრიარქმა იგი რომში გაგზავნა, პაპთან შესახვედრად. წმიდანს მობრუნება დაუგვიანდა, ამასობაში კი იმპერატორმა ნიკიფორე ტახტიდან ჩამოაგდო და მწყემსმთავრად ხატმბრძოლი თეოდოტე მილისინელი (815-822) დაადგინა.
ლეონ სომეხის სიკვდილის შემდეგ მეთოდე დაბრუნდა კონსტანტინეპოლში და ხუცესის ხარისხში დაუცხრომლად იბრძოდა მწვალებელთა წინააღმდეგ.
იმპერატორმა თეოფილე (829-842) არაბებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, წმიდა მეთოდეს რისხვა დაატეხა თავს, ის ამტკიცებდა, „კერპთაყვანისმცემლის“ (ასე უწოდებდნენ მწვალებლები ხატთაყვანისმცემლებს) დაახლოებისთვის დამსაჯაო ღმერთმა.
წმიდა მეთოდე კუნძულ ატიგონზე გადაასახლეს და ორ ავაზაკთან ერთად ღრმა გამოქვაბულში გამოამწყვდიეს. ამ ბნელ მღვიმეში, სადაც მზის სხივიც კი ვერ აღწევდა, 7 წელი, იმპერატორ თეოფილეს აღსასრულამდე, იტანჯებოდა ნეტარი მამა.
თეოფილეს შემდეგ მისი ძე, მიხეილ III (842-867) გამეფდა, მაგრამ ტახტის მემკვიდრის არასრულწლოვანების გამო ქვეყანას, ფაქტიურად, მისი დედა, ხატთაყვანისმცემელი დედოფალი თეოდორა განაგებდა. მან გაანთავისუფლა მართლმადიდებლობის დაცვისთვის დატყვევებული ქრისტიანები, განდევნა ერეტიკოსი პატრიარქი ანიუსი, მის ნაცვლად კი წმიდა მეთოდე აირჩიეს.
842 წელს, კონსტანტინეპოლში მეთოდეს თავმჯდომარეობით მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც აღადგინა ხატთა თაყვანისცემა და დაადგინა, ყოველწლიურად აღენიშნათ მართლმადიდებლობის ზეიმი.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით