მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Bloomberg: პირველად 1918 წლიდან - რუსეთმა დეფოლტი დაუშვა

© photo: Sputnik / Mariya Devakhina
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რუსეთმა, პირველად ასი წლის განმავლობაში, 27 ივნისის ღამით უცხოურ ვალუტაში სუვერენული ვალის დეფოლტი დაუშვა, იუწყება Bloomberg-ი.
სააგენტოს ცნობით, მსგავსი 1918 წლიდან არ მომხდარა.

„რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი პოულობდა გზებს იმ სასჯელის გვერდის ასავლელად, რომელიც უკრაინაში კრემლის შეჭრის შემდეგ დაუწესდა. მაგრამ კვირა დღის ბოლოს სახელმწიფო ობლიგაციებზე დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ვადაგადაცილების საშეღავათო პერიოდი ამოიწურა. ამ საშეღავათო პერიოდის დასრულება დეფოლტად მიიჩნევა“, — წერს Bloomberg-ი.

ამასთანავე გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული ეკონომიკისა და ბაზრებისთვის უკვე მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, „ახლა დეფოლტი ძირითადად სიმბოლური ხასიათისაა და რუსეთის მოსახლეობისთვის, რომელიც ბოლო წლებში ორნიშნა ინფლაციასა და ეკონომიკურ ვარდნას შეეჯახა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრო უარყოფს დეფოლტს და აცხადებს, რომ გადამხდელმა აგენტმა, ეროვნული ანგარიშსწორების დეპოზიტარმა, მანამდე მიიღო თანხები რუსულ ევროობლიგაციებზე შემოსავლის გადასახდელად 71,25 მილიონი აშშ დოლარი 2026 წლისთვის, და 26,5 მილიონი ევრო 2036 წლისთვის. თუმცა, როგორც Bloomberg-ი წერს, ევროობლიგაციების მფლობელებს მათზე გადახდები არ მიუღიათ, ხოლო ინვესტორებისთვის სახსრების შეტანის ყოველთვიური საშეღავათო პერიოდი ამოიწურა.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა არ განაახლა რუსეთის საგარეო ვალის მომსახურების ლიცენზია, რომლის ვადაც 25 მაისს ამოიწურა. რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ივნისში ევროობლიგაციებზე გადახდები ახალი სქემით, რუბლით დაიწყო. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ევროკავშირი და აშშ მიზანმიმართულად უქმნიან ბარიერებს რუსეთს გადახდებისთვის, რათა ქვეყანას დეფოლტის იარლიყი მიაკრან. მისი აზრით, ვინც თემაში ერკვევა, იცის, რომ „ეს არანაირი დეფოლტი არ არის“.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0