პარლამენტმა ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ინიციატივის რეგისტრაციაზე უარი უთხრა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
„კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებლებმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტში მოთხოვნების დარღვევით წარმოადგინეს, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა არ დაარეგისტრირა კონსერვატიული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ ლიდერების ინიციატივა, რომელიც მოითხოვს აქციებზე სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირების აკრძალვას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში.

„თითოეულ საკანონმდებლო ცვლილებას თავისი განმარტებითი ბარათი უნდა ახლდეს, რაც ამ შემთხვევაში ასე არ არის“, – განმარტა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი სიტყვებით, „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა და „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებლებმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტში მოთხოვნების დარღვევით წარმოადგინეს.
კომიტეტის წინაშე გამოვიდნენ „ალტ-ინფოს“ ლიდერები გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია.
მათ დეპუტატებს მოუწოდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში ცვლილებების შეტანისა და ისეთი ქმედებების აკრძალვისკენ, რაც სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან პროპაგანდას ემსახურება.
მათ პარლამენტს შესთავაზეს ასევე, კანონით აიკრძალოს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და მოწოდებები სხვადასხვა აღმსარებლობის პირთა რწმენის მიმართ.
ამ მუხლების განმეორებით დარღვევა, მათი აზრით, უნდა ისჯებოდეს ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
წყარო - პარლამენტი
ყველა ახალი ამბავი
0