მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

El País: ნატო სამიტზე ჯარების განთავსების გაზრდას გეგმავს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მადრიდის სამიტზე, რომელიც 28-30 ივნისს გაიმართება, ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას ცივი ომის შემდეგ ჯარების ყველაზე დიდი განთავსების შესახებ, იუწყება ესპანური გამოცემა El País წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, ზოგ მოკავშირეს აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ყოფნის მინიმუმ გაორმაგება სურს.

„მათ სურთ ამჟამად განთავსებული საბრძოლო ჯგუფების რაოდენობიდან ბრიგადების ზომაზე გადასვლა. ამჟამინდელი ჯგუფები შედგება 1000-1600 ჯარისკაცისგან, ხოლო ბრიგადად გადაქცევას ამ რიცხვის გაორმაგება შეუძლია. განთავსება ასევე გულისხმობს მოქმედების უფრო დიდ ავტონომიას და უფრო სრულყოფილ შეიარაღებას“, — წერს El País.

გარდა ამისა, გაზეთის წყაროების თანახმად, გეოგრაფიულად რუსეთთან ყველაზე ახლოს მყოფ ქვეყნებს სურთ გაზარდონ თავიანთი თავდაცვითი პოზიციები დივიზიების კატეგორიამდე (15.000 ჯარისკაცი) გენერლების სარდლობით.
ნატოს ყოფილი ოფიციალური წარმომადგენლისა და ანალიტიკოსის ჯეიმი შის თქმით, მომავალ სამიტზე მთავარი დისკუსიები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის გაიმართება, რომლებსაც თავიანთ ტერიტორიებზე ალიანსის მეტი ჯარისკაცისა და იარაღის განთავსება სურთ, ასევე აშშ-სა და გერმანიას შორის, რომლებიც ძალთა როტაციის არსებული სტრატეგიით მოქმედებას ამჯობინებენ.
ერთი კვირის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Bild Am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა შეწყვიტა ალიანსთან პარტნიორობა და უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხედ იქცა. მადრიდში ნატოს მომავალ სამიტზე ქვეყნები ახალ სტრატეგიულ კონცეფციას დაამტკიცებენ, რომელშიც რუსეთის ქცევა „პირდაპირ საფრთხედ“ განისაზღვრება.
წყარო: El País
ყველა ახალი ამბავი
0