ლელა მებურიშვილის ლონდონური ცხოვრება - ფოტოები სამეფო დოღიდან და ახალი კონტრაქტი

© Facebook / Lela Meburishviliლელა მებურიშვილი
ლელა მებურიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
მსახიობი ლელა მებურიშვილი ოჯახთან ერთად ხუთი თვეა ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და ბოლო დროს ხშირად ჩნდება სამეფო კარის წვეულებებზე. ბოლოს ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად სამეფო დოღზე გამოჩნდა. მისმა ზედმიწევნით დაცულმა დრეს-კოდმა კი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და დამსწრეების მოწონებაც დაიმსახურა.

„საქართველოს საელჩომ მიიღო მოწვევა და ამაზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა, ძალიან გაგვიხარდა და ბოლო წუთს გადავწყვიტეთ ბავშვებიც წაგვეყვანა. ჩვენმა იქ გამოჩენამ დიდი ყურადღება მიიქცია. გრძელი შესასვლელია ბაღის დერეფანივით, სადაც ბევრი კამერები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტებიც დგანან, მგონია, რომ ბავშვებთან ერთად რომ ვიყავით და მათაც გამორჩეულად შესაფერისად ეცვათ, დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურეს. ბევრი არ მიფიქრია, ეს კაბა, რომელიც მეცვა, რამდენიმე თვის წინ მქონდა შეძენილი, უბრალოდ ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი, სადა კაბაა, რომელიც მოუხდება ამ წვეულებას. შევუხამეთ ქუდი, რომელიც სადაა, მაგრამ ერთიანობაში შედგა. ჩემი აზრით, მაინც ერთიანობა იყო ამ ყველაფრის და არა სამოსი”, – ამბობს მებურიშვილი.

მსახიობი ლონდონშიც აქტიურ ცხოვრებას გეგმავს. მან ერთ-ერთ სააგენტოსთან უკვე გააფორმა კონტრაქტი და შეთავაზების მოლოდინშია.

„პირველივე დღეს, როცა გავგზავნე, საღამოსვე მივიღე თითქმის ყველა პასუხი და შეხვედრის შეთავაზება, რაც სტიმული იყო. აღფრთოვანებული ვიყავი, რომ იმ დღესვე მიგზავნიდნენ კონტრაქტს და მთავაზობდნენ მათ სააგენტოსთან გამეფორმებინა ხელშეკრულება. ამან დიდი სტიმული მომცა, თავდაჯერებულობა მომმატა. როცა საქართველოში უკვე რაღაცას აკეთებ, წარმოადგენ და აქ ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყო, ძალიან რთულია. რთული აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღება, რომელი მათგანი ამერჩია, ნამდვილად წარმატებული სააგენტოებია, თვე-ნახევარია, რაც ერთ-ერთ მათგანთან გავაფორმე ხელშეკრულება”, – ამბობს მებურიშვილი „პირველ არხთან“ ინტერვიუში.

ყველა ახალი ამბავი
0