არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა რუსეთს ტყვეების გაცვლაში დახმარება შესთავაზა

© photo: Sputnik / Yuri Abramochkin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა რუსეთს უკრაინასთან ტყვეების გაცვლაში დახმარების წინადადებით მიმართა, იუწყება „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მიმართეს რუსულ მხარეს წინადადებით, რომ ტყვეთა გაცვლაში დაეხმარებიან. არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით წარმოდგენილი წინადადებები გათვალისწინებულია უკრაინულ მხარესთან სამხედრო ტყვეთა სიების შემუშავებისას“, — განაცხადა სააგენტოს წყარომ.

როგორც სააგენტო წერს, მანამდე რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ მას უკრაინელი ტყვეების დედებმა მიმართეს თხოვნით, არ დააბრუნონ მათი შვილები უკრაინაში, ვინაიდან სამშობლოში ისინი შესაძლოა რეპრესიებს შეეჯახონ, ან ისევ ფრონტზე გაგზავნონ.
მანამდე უზენაეს რადაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სამხედრო ტყვეების სასჯელისგან გათავისუფლებასა და სისხლის სამართლის საქმის დახურვას ითვალისწინებს მათი გაცვლის შემთხვევაში.
რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო „სამხედრო სპეცოპერაცია“ - უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის მიზნით“. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისი მიზანია „დაიცვან ადამიანები, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ კიევის რეჟიმის მხრიდან გენოციდს“.
ყველა ახალი ამბავი
0