https://sputnik-georgia.com/20220627/dusetsi-stiqias-ebrzvian-ra-vitarebaa-adgilze-267925674.html
დუშეთში სტიქიას ებრძვიან: რა ვითარებაა ადგილზე
დუშეთში სტიქიას ებრძვიან: რა ვითარებაა ადგილზე
Sputnik საქართველო
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას.
2022-06-27T21:39+0400
2022-06-27T21:39+0400
2022-06-27T22:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
ფშავ-ხევსურეთი
საქართველოს რეგიონები
ამინდი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/07/265804611_0:100:961:640_1920x0_80_0_0_e57359ebc6f9dc953bb0e80ae43d4185.jpg
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში კვლავ რჩება რთული მდგომარეობა – დატბორილია სოფლები, დაზიანებულია გზები, გზაში გაჩერებულია სატვირთოები.მუნიციპალიტეტის 18-ვე თემში ძლიერი სტიქიაა. უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა სასოფლო, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების მონაკვეთები.ათზე მეტ სოფელში დაიტბორა სახლები. კვლავ არსებობს ახალი მეწყრების ჩამოწოლის საფრთხე. დაზიანებულია ხიდები და გზები. ადგილებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.რთული ვითარებაა ზემო ლარსის გამშვები პუნქტისკენ მიმავალ გზაზე. უხვმა ნალექმა და ნაპირებზე გადმოსულმა მდინარეებმა დააზიანა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რის გამოც „ყაზბეგის“ გამშვებმა პუნქტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა.საზღვრისპირა ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაიყვანეს იქ მყოფი მგზავრები და მძღოლები, ასევე მათი ავტომობილები. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მაშველებმა ვერტმფრენებით გამოიყვანეს 170 ადამიანი, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამწუხაროდ, სტიქიას მსხვერპლიც მოყვა. გზაზე ჩამოსულმა ღვარცოფმა მდინარეში ჩაიყოლა უცხოელი ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მაშველებმა მისი ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.ბოლო ინფორმაციით, ამჟამად რუსეთ-საქართველოს საზღვართან 260-მდე სატვირთო მანქანა დგას და გამშვები პუნქტის გახსნას ელოდება.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გზა ხვალ გაიხსნება. აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ტრანსპორტს, „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ნაცვლად, შეუძლია ისარგებლოს „წითელი ხიდის“ ან „ლაგოდეხის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტებით. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა ჟინვალი–ბარისახო–შატილის ცენტრალურ გზაზე, სადაც გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა გზა რამდენიმე ადგილზე დააზიანა, ჩამოწვა მეწყერი და ფშავისა და ხევსურეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა.საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
საქართველო
ფშავ-ხევსურეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/07/265804611_47:0:900:640_1920x0_80_0_0_648bd24ad1ddfe1fbbfca57afd250a21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დუშეთი სტიქია ვითარება
დუშეთში სტიქიას ებრძვიან: რა ვითარებაა ადგილზე
21:39 27.06.2022 (განახლებულია: 22:07 27.06.2022) საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში კვლავ რჩება რთული მდგომარეობა – დატბორილია სოფლები, დაზიანებულია გზები, გზაში გაჩერებულია სატვირთოები.
მუნიციპალიტეტის 18-ვე თემში ძლიერი სტიქიაა. უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა სასოფლო, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების მონაკვეთები.
ათზე მეტ სოფელში დაიტბორა სახლები. კვლავ არსებობს ახალი მეწყრების ჩამოწოლის საფრთხე. დაზიანებულია ხიდები და გზები. ადგილებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რთული ვითარებაა ზემო ლარსის გამშვები პუნქტისკენ მიმავალ გზაზე. უხვმა ნალექმა და ნაპირებზე გადმოსულმა მდინარეებმა დააზიანა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რის გამოც „ყაზბეგის“ გამშვებმა პუნქტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა.
საზღვრისპირა ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაიყვანეს იქ მყოფი მგზავრები და მძღოლები, ასევე მათი ავტომობილები. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მაშველებმა ვერტმფრენებით გამოიყვანეს 170 ადამიანი, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამწუხაროდ, სტიქიას მსხვერპლიც მოყვა. გზაზე ჩამოსულმა ღვარცოფმა მდინარეში ჩაიყოლა უცხოელი ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მაშველებმა მისი ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.
ბოლო ინფორმაციით, ამჟამად რუსეთ-საქართველოს საზღვართან 260-მდე სატვირთო მანქანა დგას და გამშვები პუნქტის გახსნას ელოდება.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გზა ხვალ გაიხსნება. აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ტრანსპორტს, „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ნაცვლად, შეუძლია ისარგებლოს „წითელი ხიდის“ ან „ლაგოდეხის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტებით. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.
ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა ჟინვალი–ბარისახო–შატილის ცენტრალურ გზაზე, სადაც გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა გზა რამდენიმე ადგილზე დააზიანა, ჩამოწვა მეწყერი და ფშავისა და ხევსურეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა.
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.