ბასილაშვილმა უიმბლდონის სტარტზე პირველი გამარჯვება იზეიმა

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
1/32 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ქვენტინ ჰალისს შეხვდება - მატჩი 29 ივნისს გაიმართება.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა, ATP-ის რეიტინგის 26-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2022 წლის სეზონის უიმბლდონის პირველ წრეში 36 წლის ჩეხი ჩოგბურთელი ლუკაშ როსოლი (Lukáš Rosol) (280) დაამარცხა.
ჩოგბურთელებს პირადი შეხვედრების ისტორია აქვთ. ისინი ერთმანეთს 2016 წელს ორჯერ შეხვდნენ. მაშინ პირველი შეხვედრა ბასილაშვილმა მოიგო, მეორე - გამოცდილმა ჩეხმა.
ჩოგბურთელებმა კორტზე 2 საათი და 50 წუთი გაატარეს. ანგარიში სეტების მიხედვით - 6:7, 7:6, 3:6, 6:3, 6:3.
ახლა ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე ტურში გავიდა. 1/32 ფინალში ის ფრანგ ქვენტინ ჰალისს (Quentin Halys) შეხვდება - მატჩი 29 ივნისს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0