სოფელ უწერასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© Utseraუწერა
უწერა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2022
გამოწერა
გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების აღდგენის მიზნით შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ადიდებული მდინარე რიონის გადმოსვლის გამო გუშინ აიკრძალა.
ამასთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზეც.
აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე უხვი ნალექის შედეგად ჩამოსული იყო მიწა-კლდის მასა, რის გამოც იყო აკრძალული ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
დასავლეთ საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზულად აზარალა მოსახლეობა. დაიტბორა და დაზიანდა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0